RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

უკრაინა საქართველოს არალეგალურად აიარაღებს ?..

14.01.2009  |  15:23

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინული საბრძოლო შეიარაღებისა და რაკეტების მიწოდება თანაც არალეგალურად, ბულგარეთიდან განახლდა. საუბარია მილიონობით დოლარზე.

3/2/5/1325.jpegეს სენსაციური ახალი ამბავი, რუსეთის სპეც-სამსახურებზე დაყრდნობით გამოცემა "Svobodnaya pressa"-ს მოყავს. თითქოს, ფოთის პორტში შემოვიდა ხომალდი, რომელიც დატვირთული იყო უკრაინული არალეგალური, 5 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალებით. ბათუმში ელოდებიან კიდევ ერთ გემს დაახლოებით 6 მილიონის ღირებულების (ანალოგიური წარმოშობის) საბრძოლო ტვირთით.უკრაინელი „საქმოსნები" გაცილებით მსხვილ, დაახლოებით100 მილიონიან გარიგებასაც აპირებენ - საუბარია ქართული არმიისთვის საზენიტო-სარაკეტო მოქმედების საშუალო რადიუსის მქონე კომპლექსების მიწოდებაზე.

საერთოდ, საქართველოსთვის არალეგალური მიწოდებების სქემა, ასე ვთქვათ, ქრესტომათიულია იარაღით იატაკქვეშა ვაჭრობაში. ბულგარეთში მოიძებნა შუამავალი - GRU-ს ოპერატიული ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ეკონომიკური სამსახურის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი ხრისტო სტანიმიროვი. სწორედ მან გასცა ორი ყალბი სერთიფიკატი, რომლებიც უფლებას იძლევიან, უკრაინიდან გაიტანონ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსსაწინააღმდეგო დანადგარი «Igla» და რაკეტები ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს „ფაგოტის"-თვის.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ ვლადიმერ რადჩენკომ იმავე გამოცემის საიტზე, უკრაინის იარაღით ვაჭრობის შესახებ გარკვევით განაცხადა: „მენტალურ სწრაფვას "რაღაცის შეთითხვნისკენ", სიკეთე არ მოაქვს". როგორც ცნობილია, პრეზიდენტ იუშჩენკოს მსგავსი მცდელობა (თუმცა ლეგალური),შეეიარაღებინა სააკაშვილი და თვითონაც მოგება ენახა, უკრაინას ძვირად დაუჯდა. თავიდან - ბიუჯეტის 2 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი (სხვაობა იარაშღი ფაქტიურად აღებულ და ხაზინაში შესულ თანხებს შორის). შემდეგ უკვე ხმამაღალი პოლიტიკური სკანდალი. შემდეგ კი - გარკვეული პოლიტიკოსების აზრით - უკრაინისთვის გაზის საფასურის მომატება.

კერძოდ, ამის შესახებ კიევში, „გაზის საკითხისადმი" მიძღვნილ მრგვალ მაგიდასთნ ისუბრა, უკრაინის პოლიტიკური ფსიქოლოგების ასოციაიის ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორ რიბაჩენკომ.

„418 დოლარი, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს, - ესაა ბიზნეს-ინტერესისა და შურისძიების ნაზავი, - განაცხადა მან. ბიზნეს-ინტერესების გამო, რუსეთს ყოველთვის უნდოდა, გაზზე ფასის აწევა, მაგრამ ამისთვის საჭირო ოყო ფსიქოლოგიური მიზეზი, რითიც აიხსნებოდა გაძვირება". ორატორის აზრით, ასეთად გამოდგა იუშჩენკოს პოზიცია კავკასიის კონფლიქტთან დაკავშირებით. და გარკვეულწილად, საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის საკითხიც.

ასე მსჯელობს რეგიონული პარტიის დეპუტატი მიხეილ ჩეჩეტოვი კიევური პორტალ News.siteua.org-თან ინტერვიუში:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100