RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

შვეიცარიელი მეკავშირე

15.01.2009  |  10:06

3/3/2/1332.jpeg12 იანვარს,თბილიში შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიშლინ კალმი-რემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრამა გრიგოლ ვაშაძემ ნოტები გაცვალეს, რომლის თანახმადაც ოფიციალური ბერნი, წარმოადგენს თბილისის ინტერესებს მოსკოვში.

შვეიცარიისათვის სხვა ქვეყნების ინტერესების წარმოდგენა, ახალი არ არის. უფრო მეტიც, ეს მისი შიდა პოლიტიკის ტრადიციული შემადგენელი ნაწილია. მაგალითისათვის, შეიძლება გავიხსენოთ ა.შ.შ-ს ურთიერთობები ირანთან და კუბასთან.

ხოლო დეკემბრის შუაგულში, კალმი-რემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომილის თანახმადაც შვეიცარიის საელჩო, თბილსში წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს. რისთვის შეიქმნა ამ საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია, რომელშიც შედიან რუსეთის დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი. რატომ წარმოიშვა ასეთი აუცილებლობა?

როგორც ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ოფიციალური გაწყვეტა, სექტემბრის დასაწყისში მოხდა თბილისის ინიციატივით და ის პირდაპირ დაკავშირებული იყო აგვისტოს მოვლენებთან. მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ "იტარ-ტასთან" ინტერვიუში შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"საქართველოს რუსეთში აღარ ეყოლება დიპლომატიური წარმომადგენლობა. ჩვენ მხოლოდ საკონსულოს ვინარჩუნებთ, რადგან ვენის კონვენციის თანახმად დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა არ ნიშნავს საკონსულო ურთიერთობების ავტომატურ შეწყვეტას. საკონსულოების მუშაობის აუცილებლობა ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავშირებულია რუსეთის ტეროტორიაზე მაცხოვრებელი ქართველების და საქართველოში - რუსების, დიდი რაოდენობასთან ".

მოსკოვში მომხდარს სინანულით შეხვდნენ, აღნიშნეს, რომ ასეთმა მკვეთრმა გადაწყვეტილებამ საფუძვლიანად და არა საუკეთესო მხრიდან შეიძლება მოახდინოს გავლენა მომავალში, ორი ქვეყნის ურთერთობებზე.

"ეს ნაბიჯი - განაცხადა 3 სექტემბერს მოსკოვში პრეს-კონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ, - არ მოქმედებს სასიკეთოდ საქართველოს მხარესთან ოფიციალური დილოგის დასაწყებად, მთელი იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც დღეს ორივე მხარის საერთო ინტერესს წარმოადგენს".

მიუხედავად ორივე მხარის მხრიდან ორმხრივი საკონსულო ფუნქციების შენარჩუნების მტკიცებისა, სინამდვილეში ვიზების გაცემა იმ პერიოდში ძლიერ გართულებული იყო. შედეგად, მრავალ რუსს და ქართველს, რომელიც ორივე ქვეყანაში მიგრანტების უფლებებით ცხოვრობენ, მოუწიათ დაგეგმილ მგზავრობაზე უარის თქმა.

ამის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცილაურ წარმომადგენელს მოუწია განმარტების მიცემა: "იმ პირობებში, როდესაც ორი ქვეყნის საელჩო ოფიციალურად დახურულად ითვლება, იურიდიულად შეუძლებელი გახდა მრავალი საკითხის, მათ შორის საკონსულო და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100