RSS
на русском en in english
11.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსი სამხდერობი ისევ ”სააშკაროზე” გამოჰყავთ

15.01.2009  |  14:34

3/3/6/1336.jpeg11 იანვარს რამდენიმე ქართულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებიდან, ეთნიკური ქართველების გამოდევნა დაიწყეს. ამ ცნობების წყაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა სახელდებოდა.

თბილისის საინფორმაცოი სააგენტო «GHN»-ის ინფორმაციით, სამხედროები „იკავებენ ქართველების საცხოვრებელ სახლებს და ითვისებენ მათ ქონებას". ამგვარად თითქოს, ათასობით ადამიანმა დაკარგა თავშესაფარი.

თუმცა, არცერთი მსგავსი მამხილებები პუბლიკაცია კონკრეტული ფაქტებით, გვარებით, მისამართებით, თარიღებით და სხვა კოპნკრეტული ინფორმაციით, არ დასტურდება. დამატებით მხოლოდ ის ითქმის, რომ ანონიმური დევნილების უმრავლესობა უარს ამბობს აფხაზეთის დატოვებაზე და მეზობლის სახლებს აფარებს თავს. როგორც ჩანს, ელიან, როდის შეწყდება „სამხედრო ოპერაცია"საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით, რომლებასც (პირველსაც და მეორესაც), თითქოს და „იძულებით დევნილებმა"მიმართეს დახმარებისთვის.

იმვე დღის საღამოს პრესამ წარმოადგინა რამდენიმე პოლიტიკოსის რეაქცია, რომლებსაც ეჭვი არ ეპარებათ მსგავსი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის უტყუარობაში.

ტელეკომპანია „რუსთავი-2" - ის ეთერში აფხაზეთის პროქართული „ლეგიტიმური" მთავრობის ხელმძღვანელმა მალხაზ აქიშბაიამ განაცხადა, რომ „რუსეთის საოკუპაციო ჯარის ქვედანაყოფები, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არიან განთავსებულები, ადგილობრივი მოსახლეობისგან რეგიონის გაწმენდის მიზანმიმართულ პოლიტიკას ახორციელებენ" და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ამ პროცესისი შეწყვეტის მიზნით გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე.

თემა განავრცო პარლამენტის დეპუტატმა პაატა დავითაიამ. მისი სიტყვების ციტირებას ახდენს «Rosbalt»: „ისინი (რუსი სამხედროები) უთვალთვალებენ არა მხოლოდ გალში მცხოვრებ ქართველებს, არამედ ოჩამჩირის აფხაზურ მოსახლეობასაც და ეს იწვევს დიდ უკმაყოფილებას. აფხაზეთში ძალიან დაძაბული სიტუაციაა". იმავე საიტზე, დასკვნა გააკეთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ:"ევროკავშირის ფარგლებში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, ეგრეთწოდებული სარკოზის დოკუმენტი, უნდა შესრულდეს. ამ დოკუმენტის შესაბამისად, ოკუპანტები არ უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ფორმატიც უნდა შეიცვალოს ისე, როგორც ეუთოსა და ევროკავშირის დოკუმენტშია განსაზღვრული".

სოხუმს ამ გამოსვლების მიმართ, საკმაოდ მშვიდი რექცია ჰქონდა. გალის რაიონში აფხაზეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ ატეხილ აურზაურს მორიგი გამონაგონი უწოდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100