RSS
на русском en in english
21.10.2018
არხივი სტატიები
სტატიები

გაეროს მისია აფხაზეთში: მომხრე და მოწინააღმდეგე

15.01.2009  |  14:39

ამასთანავე, სრულებითაც არაა ფაქტი, რომ ქართველი პოლიტოლოგების პესიმისტური პროგნოზები ახდება. პოზიცია, რომელსაც გაეროს დამკვირვებლებთან დაკავშირებით სოხუმი ემხრობა, სულაც არ ახდენს „უარყოფით" შთაბეჭდილებას. პირიქით, აფხაზეთი არაა წინააღმდეგი, რომ მოცემულმა მისიამ რესპუბლიკაში იმუშაოს.

„ჩვენ, - ხსნის «НГ» -სთან ინტერვიუში აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, -გაეროს წარმომადგენლების აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნით ნამდვილად დაინტერესებულები ვართ. სახელწოდება (ტერიტორიისა, რომელზეც ისინი მოქმედებენ), ჩემი შეხედულებით, მოცემულ სიტუაციაში მნიშვნელოვანი კია, მაგრამ არა პირველხარისხოვანი - კომპრომისი ყოველთვის შეიძლება მოინახოს, მთავარია სურვილი".

თუმცა,დასძენს ის, ბოლო დროს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და ასახელებს მათ: საქართველო გამოვიდა მოსკოვის შეთანხმებებიდან, რუსი მშვიდობისმყოფელები გავიდნენ კონფლიქტის ზონიდან, მათ ნაცვლად კი გაჩნდა 58-ე არმია. „გაეროს წარმომადგენლების იქ ყოფნის წინა ფორმატი სრულიად დაირღვა. თანამეგობრობის ძალების სამშვიდობო ოპერაციებზე დაკვირვება მას უკვე აღარ შეუძლია - ამის ძალა უკვე აღარ არსებობს".

ადრინდელი ფუნქციები, ასკვნის შამბა, მისიას აღარ აქვს.მაგრამ ამასთანავე, აქვს მანდატი, არსებობს მხარეების ორმხრივი სურვილი, რათა ისინი იყვნენ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. „ესეიგი, უნდა მოვნახოთ ფუნქციონალური გადაწყვეტილება. თანაც არა თითიდან გამოწოვილი, არამედ კონკრეტული და ეფექტური".

სერგეი ჩაიკინი

 

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100