RSS
на русском en in english
18.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გაეროს მისია აფხაზეთში: მომხრე და მოწინააღმდეგე

15.01.2009  |  14:39

საქართველო ევროპულ თანამეგობრობას სთხოვს, მიიღონ ზომები, აფხაზეთში გაეროს ან ევროკავშირის საერთაშორისო დამკვირვებლების მუდმივად ფუნქციონირებისთვის.

3/3/7/1337.jpegროგორც „ახალი რეგიონი" იტყობინება, ოფიციალური თბილისი ამ თემაზე მოლაპარაკებებს ჩეხეთთან აწარმოებს, რომელიც მომავალი წლიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. მიმართვის აზრი შემდეგშია: თუ რუსეთი დაბლოკავს გაეროს მისიის მანდატის გაგრძელებას, რომელსაც ვადა 15 თებერვალს ეწურება, მაშინ კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის დამკვირვებლების შეყვანა აუცილებელი იქნება.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ღელვის მიზეზი ნათელია. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, 1 იანვარს, ეუთოს მისიამ ქვეყანაში თავისი საქმიანობა დაასრულა.საქართველოსა და დასავლეთის მცდელობის მიუხედავად, რომ გაეგრძელებინათ მანდატი მისიისთვის, რუსეთმა მას ვეტო დაადო. იმის გამო, რომ ფორმატი მოძველდა, სოხუმი და ცხინვალი მის შეცვლას მოითხოვდნენ, და ითხოვდნენ, რომ ამ რესპუბლიკების ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ საერთაშორისო დამკვირვებელს სახელი დარქმეოდა აფხაზეთსა და ოსეთში არსებული მისიის შესაბამისად. მაგრამ ეუთომ ამ მოთხოვნების იგნორირება მოახდინა, რადგანაც, ორივე რესპუბლიკას საქართველოს ნაწილად თვლის. ახლა თბილისში ეშინიათ, რომ მოცემული სიუჟეტი შეიძლება გაეროსთან დაკავშირებითაც განმეორდეს.

„გამორიცხული არაა, რომ რუსეთი მისიის ფორმატის ისეთ ცვლილებას მოითხოვს, რომელიც საქართველოსთვის სავსებით მიუღებელი იქნება, - აცნობა სააგენტო «GHN»-ს ირაკლი მენაღარიშვილმა.- საუბარი იქნება აფხაზეთში ცალკე მისიის შექმნაზე, რაც, პრაქტიკულად, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ექვივალენტური იქნება. საქართველო ვერ დაეთანხმება ასეთ გადაწყვეტილებას. ცხადია, რომ რუსეთი ისეთივე ნაბიჯებს გადადგამს, როგორიც გადადგა ეუთოსთან დაკავშირებით".

შეძლებს საერთაშორისო თანამეგობრობა, წინ აღუდგეს რუსეთს ვეტოს უფლების გამოყენებაში?

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი პაატა დავითაია, რომლის ციტირებასაც ახდენს საიტი Day.Az , ასეთ ვარიანტს სთავაზობს:" ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთი წარმოდგენილი იყოს, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარე. ამ შემთხვევაში, გაეროს დებულების თანახმად, ის ვერ შეძლებს ხმის მიცემაში მონაწილეობის მიღებას (მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით)".

უნდა ითქვას, რომ იდეის ავტორობა დავითაიას სულაც არ ეკუთვნის. 2005 წელს, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსი სამშვიდობოების გამოყვანის მცდელობისას, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შესთავაზა, რომ რუსეთი კონფლიქტის მხარედ ჩათვლილიყო. მაგრამ ამ იდეამ დასავლეთში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100