RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეუთო: სამხრეთ ოსეთში გაზის მაგისტრალი დაზიანებული არაა

15.01.2009  |  14:43

ეუთოს ექსპერტებმა 13 იანვარს აღიარეს, რომ თბილისი - ცხინვალის გაზის მაგისტრალის სამხრეთ ოსეთის ნაწილი აბსოლუტურად მოწესრიგებულია. მათ 17 კილომეტრიანი მონაკვეთი შეამოწმეს.

ცხინვალში ჩასული დელეგაციის დასკვნები ჟურნალისტებს დაუყოვნებლივ აცნობა რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ჰასან პლიევმა:

3/3/8/1338.jpeg„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაზი არ ჟონავს, - პლიევის ციტირებას ახდენს „ინტერფაქსი". - ექსპერტები დარწმუნდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაზის არარსებობა პოლიტიკური ხასიათისაა და საქართველოს მიერ ჩვენს რესპუბლიკაზე ზეწოლაზე მეტყველებს. ოფიციალური თბილისის განცხადებები კი არაა დასაბუთებული, რის შესახებ ადრეც ვაცხადებდით. გაზის მოწოდების განახლებისთვის მხოლოდ ქართული მხარის სურვილია საჭირო".

შეგახსენებთ, თბილისი-ცხინვალის გაზის მაგისტრალის სამხრეთ ოსეთის მონაკვეთის დაზიანების შესახებ, საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა სერგეი შოიგუმ 23 დეკემბერს განაცხადა.

დელეგაცია, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ხარალამპოს ხრისტოპულოსის, ეუთოს СПДП-ს მრჩეველი ალექსის კატსარიაზის, ასევე ენერგეტიკაში ავსტრიელი ექსპერტის ვარნერ იოხანიდესისი შემადგენლობით, ცხინვალში 13 იანვარს ჩავიდა, რათა გაზსადენი მილის სამხრეთ ოსური მონაკვეთი შეემოწმებინათ.

მანამდე, 12 იანვარს, ჰასან პლიევმა აღნიშნა, რომ ეუთოს ექსპერტების ვიზიტმა გაზის მიწოდების ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებული ყველა კითხვა უნდა მოხსნას. ცხინვალში ჩასული ეუთოს დელეგატები რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ მიიღო. მან ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ ოსეთი და რუსეთის ფედერაცია გაზის მიწოდების განახლებისთვის ყველაფერს აკეთებენ, და თავის მხრივ, ეუთოს დელეგაციის ყოველმხრივ დასახმარებლად, მზადყოფნა გამოთქვა.

ამასთან ერთად, პრეზიდენტმა გაკვირვება გამოხატა იმასთან დაკაშირებით, რომ საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი მხოლოდ ახლა შედგა. სამხრეთ ოსეთი ხომ „საქართველოს წყალობით ბუნებრივ სიმდიდრეს უკვე მეექვსე თვეა, აღარ იღებს".

მოკლედ, გამორიცხული არაა, რომ დროის ასეთი გაწელვა გამოწვეულია იმ ინფორმაციის მიმართ უსაზღვრო ნდობით, რომელსაც ევროპა საქართველოსგან იღებდა.რაც უნებლიედ აღიარა თავად ხრისტოპულოსმაც. მან კოკოითთან შეხვედრისას თქვა, რომ საქართველომ გაზის მიწოდება 8 აგვისტოს ბუნებრივი რესურსის გამოყენების მკვეთრი ზრდის გამო შეწყვიტა, - რითიც თანამოსაუბრის უსაზღვრო გაკვირვება გამოიწვია. მართლაც, რის გამო შეიძლებოდა გაზრდილიყო მოხმარება?...

„ არაა საჭირო იყო დიდი ექსპერტი იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ აგვისტოს ომამდე ჩვენ უპრობლემოდ ვიღებდით ამ მილსადენით გაზს. - მოჰყავს სააგენტო Regnum-ს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სიტყვები. - ქართულ მხარეს, უბრალოდ, არ აქვს სურვილი, რომ ჩვენ გაზი მოგვაწოდოს."

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100