RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეუთოს ახალი მანდატი, მეორე მცდელობა

19.01.2009  |  10:30

3/5/4/1354.jpeg15 იანვარს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოში და სამხრეთ ოსეთში მისი დამკვირვებლების, მომავალი დასწრების საკითხს შეეხებოდა. რეგიონში მისიის მანდატი, არ იქნა გაგრძელებული.

რუსეთმა უკვე მეორედ დაადო ვეტო, საქართველოში ეუთოს მისიის გაგრძელებას. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედზე" დაყრდნობით გვატყობინებს Rosbalt-ი . ასე რომ, საერთაშორისო დამკვირვებლები რეგიონში მუშაობას 19 თებერვალს დაასრულებენ.

სხდომას უძღვებოდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანნი. ამ ქვეყანამ თავმჯდომარის რანგში 2009 წლიდან, ფინეთი შეცვალა. შეგახსენებთ საკითხის ისტორიას.

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ 22 დეკემბერს ჩატარებულ განხილვაზე, რუსეთი არ დათანხმდა საქართველოში მისიის მანდატის გაგრძელებას. საქმე იმაშია, რომ ეუთო ამ ქვეყნის ტერიტორიად თვლიდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომელთა დამოუკიდებლობაც რუსულმა მხარემ აგვისტოში ცნო.

„მანდატი, რეალიების ცვლილებასთან დაკავშირებით, უიმედოდ მოძველდა და მოითხოვს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა მდგომარეობის გამორიცხვას. - მოჰყავდა მაშინ სააგენტო RIA-Novosti -ის რუსეთის ფედერაციაში ეუთოს წარმომადგენლის, ანვარ აზიმოვის სიტყვები. - ამ შემთხვევაში რუსეთი თანახმაა, მიიღოს ცალკეული დამოუკიდებელი მისიები".

მიუხედავად ამისა, იყო ვეტო, რაც ნიშნავდა: მანდატი არ გაგრძელდა, დამკვირვებლებს უნდა დატოვებინათ საქართველოს ტერიტორია. თუმცა, სწორედ საბერძნეთის ინიციატივით 15 იანვარს ჩატარდა,განმეორებითი განხილვა.

სხდომის დაწყებამდე, საკუთარი მოსაზრებები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს რუსულმა და ქართულმა მხარეებმა.

ანვარ აზიმოვმა კვლავ გამოხატა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს თბილისში და ცხინვალში ორგანიზაციის წარმომადგენლებების, დამოუკიდებელი მანდატების შემუშავებაში. რის შესახებაც შეტყობინება RIA-Novosti -იმ გააკეთა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია, „რეგიონში, ძალების პრინციპულად განსხვავებული გადანაწილება, ცნობილი აგვისტოს მოვლენების შემდეგ".

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა კი განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იქნას ეუთოს მისია, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. „ჩვენთვის ფუნდამენტალური პრინციპია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ამიტომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით მანდატის ისეთ ფორმულირებას, რომელიც დაარღვევს ამ ძირითად პრინციპს".

დორა ბაკოიანნიმ სხდომის დაწყებამდე ხაზი გაუსვა განსახილველი პრობლემის მნიშვნელობას. ეუთოს კრიზისმა საქართველოში, განაცხადა მან, „სიმშვიდე დაგვირღვია და შეგვახსენებს, რომ ჩვენი საქმე დასრულებული არ არის" და დარწმუნებით თქვა, რომ აპირებს,მიაღწიოს რეგიონში დამკვირვებლების მისიის გაგრძელებას. „მე ვწუხვარ, რომ საქართველოში მანდატის გაგრძელებისთვის ფინური წარმომადგენლობის დაუღალავმა მცდელობამ კონსენსუსს ვერ მიაღწია, მისია კი ტექნიკური დახურვის ფაზაშია"- ბაკოიანნის ციტირებას ხდენს RIA-Novosti. მისი სიტყვებით, ამ მომენტში დამკვირვებელთა იქ ყოფნა რეგიონს, არა თუ ნაკლებად, არამედ უფრო მეტად ესაჭიროება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100