RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოში მღელვარე გაზაფხული მზადდება

19.01.2009  |  10:29

3/5/6/1356.jpeg14 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოპოზიცია არაუგვიანეს მარტის შუა რიცხვებისა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას წამოსწევს და ამას არატრადიციული ფორმით გააკეთებს. ამის გამო ქვეყანაში ერთიანი ოპოზიციური ფრონტი ყალიბდება.

ასეთი ინფორმაცია გაავრცელა „კავკას-პრესმა", რომელმაც ინტერვიუ ჩამოართვა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის" გენერელურ მდივანს, ეკა ბესელიას.როგორც მან აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიცია აპირებს, თავისი მოქმედებების ტაქტიკა შეცვალოს და სწორედ ამიტომ თქვა უარი მან საპროტესტო აქციაზე, რომელიც 25 იანვრისთვის იყო დაგეგმილი.

„ამ ეტაპზე ერთჯერადი გამაფრთხილებელი მიტინგების დრო აღარაა, - ახსნა ბესელიამ. - აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად გამოიძებნოს გაცილებით უფრო ეფექტური გზები".

„ეფექტური გზების" ზოგიერთი დეტალები „ინტერფაქსისთვის" ცნობილი გახდა გაერთიანებული ოპოზიციის წყაროსგან. ამჯერად, მოქმედი რეჟიმის ყველა მოწინააღმდეგეს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები, ერთობლივი მემორანდუმის შესამუშავებლად. ამ დოკუმენტში წამოწეული იქნება მოთხოვნა სააკაშვილის მიმართ, რომ 15 მარტამდე მოიხსნას მან სახელმწიფოს მეთაურის ვალდებულებები.

იმავე დღეს, 14 იანვარს გაერთიანებული ოპოზიციის ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა.

„ჩვენ ვაუქმებთ ადრე დაგეგმილ გამაფრთხილებელ აქციებს, - ციტატა მოჰყავს „ინტერფაქსს", - და მოვუწოდებთ ოპოზიციურ ძალებს, ერთიან საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებით, უმოკლეს ვადებში დაასრულონ კონსულტაციები."

მხედველობაში აქვთ, რომ წარმატება შესაძლებელია მხოლოდ ყველა იმ ძალის ინტეგრაციის შედეგად, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკას არ ემხრობიან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საპროტესტო აქციები, რომლებიც საჭირო რეზულტატს მოიტანს.

ადრე დაგეგმილ,25 იანვარს თბილისის ცენტრში ჩასატარებელ მიტინგზე,სადაც მიხეილ სააკაშვილის გადაგომას მოითხოვდნენ, მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ „კონსერვატორები", „ხალხის პარტია" და „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის". დროულია აღინიშნოს, რომ მთლიანად საქართველოში ათზე მეტი ოპოზიციური პარტიაა. ამ აქციის იდეა 6 იანვარს, თავად ეკა ბესელიამ, საინფორმაციო სააგენტო «GHN».-ის მეშვაობით გაახმოვანა.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ ძალებს, ზოგიერთი მათგანის ლიდერის მოსაზრებები ჯერჯერობით საკმაოდ თავშეკავებულია. ასე მაგალითად, რესპუბლიკელების მეთაური, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მსგავს აქციებში მისი პარტიის მონაწილეობა არც განიხილებოდა.

არც ლეიბორისტებს, რომელებიც, შეიძლება წინააღმდეგთა ბლოკის სერიოზული შემავსებელი ძალა გამხდარიყვნენ გამოუხატავთ განსაკუთერებული ენთუზიაზმი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100