RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გაჩეჩილაძე: მთავრობის მიზანია - საქართველო ქართველების გარეშე დატოვოს

19.01.2009  |  10:31

3/5/7/1357.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანია საქართველო, სინგაპურისა და დუბაის მსგავს სახელმწიფოდ გადააქციოს. ეს კი ნიშნავს, რომ სააკაშვილს ერთადერთი სწრაფვა ამოძრავებს: საქართველო, ქართველების გარშე დატოვოს. ასეთი განცხადება გააკეთა პარტიის "საქართველოს მწვანეები" ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ, 15 ნოემბერს ტელეკომპანია "კავკასიის" საღამოს ეთერში გამოსვლისას.

მისი თქმით, სინგაპურში ამჟამად ძირძველი მოსახლეობა, სრული მოსახლეობის მხოლოდ 14%-ს შეადგენს, დუბაიში კი სიტუაცია კიდევ უფრო უარესია - აქ ადგილობრივი მხოლოდ 12% პროცენტია.

გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილი იმავე პოლიტიკას ატარებს, რომელსაც თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლება ატარებდა, მაგრამ მოქმედებს უფრო უხეშად და მიზანმიმართულად.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს საზღვრები გახსნილია ისეთი ქვეყნების მოქალქეებისთვის, როგორებიცაა: ბრუნეა, სინგაპური, ავსტრალია, მონაკო, ახალი ზელანდია, ბაჰამი, ბარბადოსი და სხვა.

"ეს ყველა აფრიკის, ლათინური ამერიკის და სამხრეთ აზიის ქვეყნებია. ბუნებრივია, ისინი გამოირჩევიან განვითარების დაბალი საფეხურით, იქ უმუშევრობა ყვავის და საქართველო მათგან არანაირ ინვესტიციებს არ უნდა ელოდეს, თუმცა სწორედ ასე ხსნის საქართველოს მთავრობა, საკუთარ გადაწყვეტილებას ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის 360 დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე.ინვესტიციებს და ბიზნესმენებს კი არა, უამრავ უმუშევარს უნდა ველოდეთ ამ ქვეყნებიდან". - თვლის ოპოზიციონერი, გიორგი გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, თუკი საქართველო ადრე "კარს უღებდა" ცივილიზებულ ქვეყნებს - აშშ-ს, კანადას, ევროპის ქვეყნებს, ეს შეიძლებოდა აგვეხსნა უცხოელი ინვესტორების მოზიდვის სურვილით. მაგრამ იმ სახლემწიფოებისთვის, რომლებსაც ახლა ვუღებთ კარს, საქართველო გახდება ერთგვარი ხსნა, შიმშილით სიკვდილისგან. ეს კი იქამდე მიგვიყვანს, რომ საქართველოში, სამსახურის გარეშე დარჩება ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი.

"მთავრობამ მშვენივრად იცის რასაც აკეთებს, ის მოქმედებს წინასწარ შედგენილი და შეთანხმებული გეგმის მიხედვით. საქართველოში ახლა სახარბიელო სიტუაცია არ არის - მილიონზე მეტი ქართველი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, დარჩენილი შრომისუნარიანი მოსახლეობის 65% კი უმუშევარია, მიუხედავად ამისა აპირებენ აქ უცხოეთიდან უმუშევრების კიდევ ერთი ნაკადის შემოშვებას. რა არის ეს, თუ არა ქვეყნიდან ადგილობრივი მოსახლეობის განდევნის პოლიტიკა?" - აღშფოთებულია გაჩეჩილაძე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100