RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსული პასპორტები ახალგორელებისთვის

19.01.2009  |  10:33

3/5/8/1358.jpegროგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები გვატყობინებენ, რაიონულ ადმინისტრაციაში უკვე გამზადებულია რუსული პასპორტების ბლანკები.

შეგახსენებთ, სამხრეთ ოსეთის რაიონი ახალგორი ძირითადად ქართველებით არის დასახლებული და 1992 წლის ომის შემდეგ, იმართებოდა თბილისიდან. მაგრამ 6 აგვისტოს, იქ რუსული ჯარი შევიდა და რაიონი კვლავ ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა. რის შემდეგაც თბილისელი პოლიტიკოსები და მასმედია მუდმივად აღშფოთებულები არიან ქართული მოსახლეობის: გაუსაძლისი მდგომარეობითა და იძულებითი პასპორტიზაციით. რასაც ცხინვალი უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ არანაირი პასპორტიზაცია, ახალგორში არ ჩატარებულა.

თბილისური ინტერნეტ გამოცემის abkhazeti.info ცნობით, პასპორტიზაციის თემა ახალგორში სექტემბერში წამოიჭრა. მაშინ რაიონში პირველად ჩავიდა სამხრეთ ოსეთის მთავრობის, სამუშაო ჯგუფი. მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ლოლიტა ბედოევა, რომელიც შეთავსებით მინისტრიცაა ახალგაზრდობის საკითხებში. სწორედ მან შეკრიბა ახალგორელები და განუცხადა მათ:

"ის, ვინც რუსულ პასპორტს აიღებს, აქ დარჩება საცხოვრებლად, დანარჩენებს წასვლა მოუწევთ."

თუმცა რამდენიმე დღეში ბედოევა ცხინვალში გაიწვიეს. ამის შემდეგ ვნებათაღელვა პასპორტიზაციის საკითხის გამო, დიდი ხნით ჩაცხრა. რაიონული ადმინისტრაციის ლიდერად, ადგილობრივი მაცხოვრებელი ანატოლი მარგიევი დანიშნეს, რომელმაც გახიზნული ქართველების, უკან დაბრუნება დაიწყო და მათ უსაფრთხოების გარანტიას აძლევდა. პასპორტების შეცვლის მოსალოდნელი პერსპექტივა კვლავ გამოიკვეთა რამდენიმე დღის წინ, თუკი დავუჯერებთ abkhaeti.info-სა და გაზეთს "რეზონანსი", რომლებსაც მაგალითად, ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან მიღებული ინფორმაცია მოჰყავთ:

ნათელა გ. : "ჩვენმა მეზობელმა საკუთარი თვალით ნახა რაიონულ მმართველობაში გამზადებული რუსული პასპორტები. ჩვენ ლარის ნაცვლად, უკვე რუბლით გადაგვიხადეს ხელფასი, თუმცა პასპორტიზაციის შესახებ ოსური მთავრობა ჯერჯერობით დუმს. რა იქნება შემდეგ ვერ გეტყვით".

ოსი ქალი (სახელი მითითებული არ არის) :"რამდენიმე ახალგორელმა უკვე მოამზადა შესაბამისი დოკუმენტები - პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ასლი და ორი ფოტოსურათი. თუმცა, ქართველები ჯერ თავს იკავებენ. ისინი ელოდებიან საქართველოს მთავრობის მიერ, ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას. როგორც ჩანს, ოსები უცებვე მიიღებენ რუსულ მოქალაქეობას. როდესაც აქ, ქართული მართველობა იყო ჩვენ არაფრად გვთვლიდნენ, სამთავრობო სტრუქტურებში არცერთი ოსი არ იყო. იმის მიუხედავად, რომ გამუდმებით საუბრობდნენ ქართველებისა და ოსების საუკუნოვან მეგობრობაზე, პრაქტიკულად არაფერს აკეთებდნენ".

კომენტარისთვის მივმართეთ სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის თავმჯდომარეს ირინა გაგლოევას. აი რა მოგვიყვა მან:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100