RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბორჯომის ხანძრებს ჟენევის კონვენცია არ ეხება

19.01.2009  |  22:40

3/7/1/1371.jpegუახლოეს მომავალში ევროკომისია აგვისტოს მოვლენების დროს ბორჯომის ხეობის ეკოციდის შესახებ მტკიცებულებებს შეისწავლის, შესაბამის მასალებს საქართველო წარმოადგენს.ამის შესახებ 15 იანვარს ამ ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა.

საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, პიერ ეკლუნდომთან შეხვედრისას ხაჩიძემ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ამ ორგანიზაციაში გაიგზავნება „რუსული სამხედრო ინტერვენციის შედეგად" ტყის მასივების განაგდურების დამადასტურებელი მასალები, მათ შორის ფოტოებიც. - გადმოსცემს «GHN».

თავის მხრივ, ეკლუნდი თითქოსა და დაპირდა, ევროკომისიის უახლოეს სხდომაზე ეკოციდის დამადასტურებელი ფაქტების წარდგენას და ხაზი გაუსვა: თუ ეს დამტკიცდება, რუსეთს სერიოზული სანქციები ემუქრება.

აგვისტოში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ნამდვილად სერიოზულად დაზარალდა. იწვოდა ტყე, მიგრაციის შედეგად შემცირდა წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ჯიშის ცხოველების რაოდენობა. ისეთების, როგორებიცაა კავკასიური ირემი, შველი, ციყვი, მურა დათვი და კავკასიური გველგესლა. ხანძარს 23 დღის განმავლობაში აქრობდნენ. 16 სექტემბერს ქართულმა მხარემ ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება დაიწყო.

მაგრამ, ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე ეჭვი რუსეთზე მიიტანეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ 15 აგვისტოს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ნაკრძალის თავზე დაფრინავდა რუსული ვერტმფრენი და ასაფეთქებელ ბობებს ყრიდა.

ИТАР-ТАСС-ის კორესპონდენტთან საუბრისას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა (სახელი არ ყოფილა დასახელებული) ეს ბრალდება უარყო. „ჩვენთვის გასაგებია, - თქვა მან, - რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ყველა სტიქიური უბედურებისთვის პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს დააბრალოს. ბორჯომის ტყის ხანძართან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს, თუმცა ოფიციალური მომართვის შემთხვევაში მზად ვართ, მის ჩაქრობაში დავეხმაროთ".

დახმარების მიღება საქართველომ არ მოინდომა და დროთა განმავლობაში ვნებებიც ჩაცხრა. 18 დეკემბერს კი გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაკრძალის ერთბლივად აღდგენაზე ქართველებმა და ინგლისელებმო მოილაპარაკეს.

ამის მიუხედავად, თითქმის ერთი თვის შემდეგ ევროკომისიის დონემდე ამ თემის მიყვანით, საქართველო ისევ წავიდა რუსეთთან იერიშზე. შეიძლება ბრიტანელების დახმარება არასაკმარისი აღმოჩნდა და გადაწყდა, რომ აიძულონ ჩრდილოელი მეზობელი იკისროს ფინანსური ვალდებულება და წაგლიჯონ მას ნაკრძალის აღსადგენი თანხები...

რატომ თქვეს თავიდან რუსეთის დახმარებაზე უარი ? სიამაყემ შეუშალათ ხელი?.. და მეორეც.

ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, ჩათვლის თუ არა ევროკომისია საქართველოს ამ არგუმენტებს დამაჯერებლად? და თუკი....

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100