RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველების ყრილობა: დღის წესრიგი, დელეგატები, სტუმრები

20.01.2009  |  10:08

3/7/2/1372.jpeg2 თებერვალს მოსკოვში, რუსეთის ქართველთა კავშირის მეორე ყრილობა ჩატარდება - ამ კავშირის პრეზიდენტის მიხეილ ხუბუტიას ინიციატივით. თბილისურმა მასმედიამ საჩქაროდ გაახმაურა:"ხუბუტიამ ვერც ერთი თანხმობა ვერ მიიღო საქართველოდან".

შეესაბამება ეს სინამდვილეს? ნუთუ არავის არ სურს რუსეთში საკუთარ თანამემამულეებთან შეხვედრა? საერთო პრობლემების განხილვის მიზნით მაინც?

ჩვენ დავურეკეთ მიხეილ ხუბუტიას და დეტალური პასუხები მივიღეთ ამ შეკითხვებზე.

მოსაწვევების დაგზავნა, მხოლოდ 15 იანვარს დაიწყო. რუსეთში მცხოვრები ცნობილი ქართველების,-ბიზნესმენების, კუტურისა და მეცნიერების მოღავწეების გარდა, მოსკოვში თბილისიდანაც ელოდებიან სტუმრებს. ამ დღეისთვის უკვე მიღებულია 400 თახმობის წერილი, ყრილობაში მონაწილეობის შესახებ. ჯერჯერობით ძირითადად რუსეთის ფედერაციის დიასპორის წარმომადგენლებისგან.

რაც შეეხება სტუმრებს საქართველოდან, ქართული პრესის განცხადების საწინააღმდეგოდ, მონაწილეობაზე ზეპირი თანხმობა განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში იულონ გაგოშიძემ. რატომ გავრცელდა ქართულ მასმედიაში ინფორმაცია მისი უარის შესახებ( თანაც მის ადმინისტრაციაზე დაყდნობით), ჩვენთვის უცნობია. აი კულტური მინისტრმა ნიკა რურუამ კი, ნამდვილად თავიდან აიცილა მოწვევა.

მიღებულია წინასწარი თანხმობა რუსეთის პრეზიდენტი მიხეილ მედვედევისგან. საქართველოს თავკაცის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი კი მოსკოვში, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით, შეუძლებელია. თუმცა , როგორც კი ეს წინააღმდეგობა გადალახული იქნება, ქართული დიასპორა ხალისით გაესაუბრება საქართველოს პრეზიდენტს.

რაც შეეხება დღის წესრიგს. პოლიტიკური საკითხები მასში არ შევა. განხილული იქნება ის რაც, აწუხებს რუსეთში მცხოვრებ უამრავ ქართველს. ძირითადა: ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამ გამოიწვია ქვეყნის ტერიტორიაზე შესასვლელი ვიზების აღების, გაგრძელების და მუშაობის უფლების მიღების გართულება.

ამას გარდა, ისევ და ისევ ძალიან მტკივნეულად რჩება, ლტლვილების დაბრუნების საკითხი, რომლებიც საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ ჯერ კიდევ 90-იან წლებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

მნიშვნელოვანია ასევე ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის განახლება და ქართული პროდუქციის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე.

ორგანიზატორების განსაკუთრებულ შთაგონებასა და სიხარულს იწვევს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაპირება, პირადად დაესწროს ყრილობას.

უადგილო არ იქნება შეგახსენოთ, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ილია მეორემ პირველმა მოინახულა მოსკოვი, გასული წლის დეკემბერში, რათა პირადად გამომშვიდობებოდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ალექსი მეორეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100