RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ესკალაცია, მედვედევი – სარკოზის გეგმის საწინააღმდეგოდ

20.01.2009  |  12:14

3/7/5/1375.jpeg16 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე მოსკოვში განაცხადა, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთის საზღვართან სამხედრო ძალების რაოდენობას ზრდის. ამასთანავე, ლავროვის აზრით, საქართველო არღვევს სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულებას.

„საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთისა და ევროკავშირის დამკვირვებლები, ქართული სამხედრო ძალებისა და სპეცრაზმელების რაოდენობის მომატებას აფიქსირებენ. - მოჰყავს ლავროვის სიტყვები РИА Новости-ის, - ჩვენ ეს გვაშფოთებს. საქართველოსვის დაძაბულობის თავიდან აცილების ყველაზე კარგი საშუალება, სარკოზი-მედვედევის გეგმის შესრულებაა."

შეგახსენებთ, 9 იანვარს სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, იბრაგიმ გასაევმა РИА новости -ის შეატყობინა, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთის საზღვართან თავს უყრის სამხედრო ტექნიკის დამატებით ქვედანაყოფებს.

თითქოსდა, სასაზღვრო ზონის სოფელ მერეთთან 16 სატვირთო ავტომანქანა იქნა შეინიშნული. „თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველ მანქანაში შეიძლება იყოს მინიმუმ 20 ადამიანი, - განაცხადა გასაევმა, - ესეიგი საქართველომ მერეთისკენ გადაისროლა დაახლოებით 300 სამხედრო". ამას გარდა, მან სოფლების - ატოცის, კნოლევისა და დვანის რაიონში ქართული ტექნიკისა და არმიის გამოჩენაც მოიხსენია.

საქართველოში ეს განცხადებები უარყვეს და ხაზი გაუსვეს, რომ ფლობენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის დამკვირვებლებს საზღვრებთან მსგავსი არაფერი დაუფიქსირებიათ.

უფრო ადრე, 24 დეკემბერს კი, სამხრეთ ოსეთის საზღვართან შენიშნეს ჯავშანმანქანები „კობრა". მაშინ ევროკავშირის მისიამ გაავრცელა საქართველოს ხელისუფლებისთვის გაგზავნილი განცხადება, სადაც მათი გაყვანის აუცილებლობის შესახებ საუბრობდა. „ამ საომარი ტექნიკის გადაადგილება პირდაპირ არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას, - განმარტეს საერთაშორისო ექსპერტებმა, - მაგრამ ვერც უსაფრთხოების გაუმჯობესებას დაეხმარება".

თბილისში მოცემული ფაქტის უარყოფა არ უცდიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა РИА Новости-სთან ინტერვიუში ასეთი ახსნა-განმარტება მისცა: „მანქანები „კობრა" საჭიროა იქ სიტუაციის კონტროლისა და პატრულირებისთვის. კონფლიქტის ზონაში სულ მუშაობს 10 ასეთი მანქანა".

ნათელია, რომ 29 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის საზღვართან მძიმე ჯავშანტექნიკის გადასროლა სულაც არ ემსახურებოდა უსაფრთხოების გაუმჯობესებას. „შემოსული ოპერატიული ინფორმაციით, - მოჰყავს თავისი მონაცემები სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტს, - ქართულმა მხარემ 28 ტანკი გადაისროლა გორში, სადაც დისლოცირებულია სატანკო ბატალიონი".

მართალია, ეს ფაქტი ქართულმა მხარემ უარყო.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100