RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპის საბჭოს რეზოლუცია. ფორმალურობიდან კონსტრუქციულობამდე

20.01.2009  |  16:08

3/8/0/1380.jpeg18 იანვარს მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთა კომიტეტის დელეგაცია. რუსული მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის შესახებ მიღებული რეზოლუციის შესრულება განიხილებოდა.

ლუის მარია დე პუჩოს ხელმძღვანელობით, ევროსაბჭოს დელეგატები სახელმწიფო დუმის წარმომადგენელს - ბორის გრიზლოვს, ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელს - სერგეი მირონოვს და საგარეო საქმეთა მინისტრს - სერგეი ლავროვს შეხვდნენ.

მისიის ხელმძღვანელმა ლუის მარია დე პუჩომ ჩატარებული მოლაპარაკების და ასევე, სამხრეთ ოსეთში აგვისტოს მოვლენების შესახებ მიღებული ინფორმაციის გამო კმაყოფილება გამოთქვა. „ჩვენ წარმოგვიდგინეს დიდი მოცულობის მონაცემები და მისცეს პოლიტიკური შეფასებები, რომლებიც ადრე ცნობილი არ იყო" - განაცხადა პუჩომ ITAR-TASS-ის კორესპონდენტთან საუბრისას. ის ასევე ირწმუნება, რომ ევროსაბჭოს ახალი რეზოლუცია მოსკოვის ვიზიტის რეზულტატების გათვალისწინებით მომზადდება. „ რეზოლუცია ჯერჯერობით- ბუნდოვანი ესკიზია, თუმცა ისეთი მკვეთრი ფორმულირებები, როგორიცაა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და ფახაზეთის აღიარების უარყოფა, მასში ჯერ არ არის". - განაცხადა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ.

თავის მხრივ, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ საუბარი წარიმართა კონსტრუქციულად და შინაარსიანად."ჩვენ საბოლოოდ მივედით ამ დიალოგამდე და თუ ახალი რეზოლუციაც იქნება ამავე ტონში, არაა გამორიცხული, რომ რუსეთი მას მხარს დაუჭერს". - კოსაჩოვის სიტყვები მოაქვს იმავე ITAR-TASS.

შეგახსენებთ, გასული წლის 3 ოქტომბერს ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია „საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ". მასში აღნიშნული იყო, რომ სამხრეთ ოსეთში სწორედ საქართველომ მოახდინა სამხედრო ძალის გამოყენების პროვოცირება, რითიც დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები. თუმცა დოკუმენტში აღიარებული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და მოუწოდებდა რუსეთს, რომ მოეხდინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ანულირება. რუსულმა მხარემ მაშინ უარი თქვა ამ პუნქტის ცნობაზე. ამასთან ერთად, რეზოლუცია დაჟინებით სთავაზობდა ორივე მხარეს, ხელი შეეწყოთ კონფლიქტის საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისათვის.

ამის შემდეგ,დაუყოვნებლივ გაგზავნეს რეგიონში ორგანიზაციის წარმომადგენლები ლუკ ვან დენ ბრანდე და მატიას იორში.ისინი 22 დეკემბერს, პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიის გასვლით სხდომაზე, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ვალდებულებების მონიტორინგის თემაზე გამოვიდნენ მოხსენებით. მასში, ძირითადად, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ რუსეთმა აქამდე ასამბლეის პრინციპული მოთხოვნების მნიშვნელოვანი რაოდენობის რეალიზაცია ვერ მოახდინა, საქართველომ კი - „შეასრულა ბევრი, მაგრამ არა ყველა". კონკრეტულად რა მოთხოვნები იგულისხმება, მასობრივ ინფორმაციის საშუალებებში არ თქმულა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100