RSS
на русском en in english
23.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ინფოსროლები გალის რაიონში

21.01.2009  |  10:08

3/8/9/1389.jpegაფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 19 იანვარს საქართველო, საზღვარზე სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულა. მისი მოსაზრებით, ამას ხელს უწყობს ქართული მხარის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია.

„საქართველო ბოლო დროს მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას აფხაზეთის მხრიდან მისი ტერიტორიის დაცხრილვის შესახებ, - აცნობა შამბამ ITAR-TASS. - ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რათა შემდეგ ჰქონდეთ მიზეზი შესაბამისი განცხადებებისთვის და მოითხოვონ საკუთარი და ევროკავშირის დამკვირცვებელთა კონტროლის გავრცელება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე."

„შესაბამის განცხადებებში" მინისტრს მხედველობაში ჰქონდა 18 იანვარს მომხდარი ფაქტი.იმ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ აფხაზეთის გალის რაიონის ტერიტორიიდან სოფელ ხურჩაში პოლიციის პოსტი დაიცხრილა, რომლებმაც საპასუხო ცეცხლი არ გახსნეს. RIA-Novosti-ის ინფორმაციით, მომხდარის ადგილზე უკვე იყვნენ ევროკავშირის დამკვირვებლები. თუმცა კომენტარებისაგან მათ თავი შეიკავეს.

საქართველო კი, ზემოთ ხსენებული და ფართოდ ტირაჟირებული ინფორმაციის თანახმად, „უკიდურესად შეწუხებულია პროვოკაციული ქმედების გამო" და მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩათვალეს, რომ ეს იყო ერთ-ერთი დაგეგმილი პროვოკაცია, რომლებიც წელს იმ მიზნით გახშირდა, რომ „გამოიწვიოს მდგომარეობის დესტაბილიზაცია და ჩაითრიოს საქართველო ფართომასშტაბიან საომარ პროვოკაციაში", გადმოსცემს РИА Новости. დასასრულს, ოფიციალურმა თბილისმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება იმ ტერიტორიების მონიტორინგის განხორციელების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლებიც დროებით რუსეთის კონტროლის ქვეშაა. თითქოს, რეგიონში უბრალოდ აუცილებელია ფართომასშტაბიანი სამშვიდობო მისია. კერძოდ, გაეროს ეგიდით.

თუმცა აფხაზურმა მხრემ დაცხრილვის ფაქტი უარყო. თანაც ეს ერთდროულად რამდენიმე ოფიციალურმა პირმა გააკეთა. პირველად, 18 იანვარს სიტყვა აიღო გალის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ლოურენს კოღონიამ, რომელმაც „ინტერფაქსთან" ინტერვიუში განაცხადა: „ისმოდა სროლის ხმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მაგრამ რა ხდებოდა იქ, ჩვენთვის უცნობია".

მეორე დღეს,ამასთან დაკავშირებით გაცილებით დაწვრილებითი განცხადება გააკეთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ. მისი სიტყვებით, ინფორმაცია დაცხრილვის შესახებ - პროვოკაციაა. აფხაზურ ძალოვან სტრუქტურებს არანაირი კავშირი არ აქვთ ორმხრივ სროლებთან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ხდება. „ჩვენ მზად ვართ მივიღოთ შესაბამისი ზომები, - ხეციას ციტირებას ახდენს „როსბალტი", - მათ შორის, გამოვიყენოთ იარაღიც იმ შემთხვევაში, თუკი დავაფიქსირებთ საზღვრის გადმოკვეთის მცდელობას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას".

ერთი მხარე ბრალს სდებს და მოუწოდებს, მეორე კი უარყოფს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100