RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჰილარის მოხსენების „კრეატიული” შეურაცყოფა

21.01.2009  |  10:09

3/9/0/1390.jpegამერიკის სენატში ჰილარი კლინტონის გამოსვლამ საქართველოში სკანდალი გამოიწვია.

ყოფილი პირველი ლედი 12 იანვარს ამერიკის სენატში გამოცხადდა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეობის ძირიტადი კანდიდატი. მოსმენებზე, მისივე მტკიცებით, როგორც მიღებულია, ის მოხსენებით გამოვიდა. თუ ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს დავუჯერებთ, ჰილარი კლინტონმა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას რუსეთთან კონფრონტაციის პროცესში სრული და უპირობო მხადრაჭერა გამოუცხადა.

მთელი იმ დღის განმავლობაში საქართველოს ტელევიზიის „პირველი არხის" და ტელეკომპანიების „რუსთავი-2"-ისა და „იმედის" ეთერში ყველა ხმაზე განიხილავდნენ სასიხარულო ინფორმაციას: აშშ-ს მომავალ სახელმწიფო მდივანს ერთი სული აქვს, მკერდით გადაეფაროს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს „რუსეთის იმპერიული თავდასხმისას".

„აშშ-მ სერიოზული წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსეთის მცდელობას, არ დააშინოს მეზობელი სახელმწიფოები, - თითქოსდა, თქვა ჰილარიმ . - რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შემდეგ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ ამერიკის მეგობარი დემოკრატიული ქვეყნებისათვის, - საქართველოსა და უკრაინისათვის ნატოს კარები მუდამ ღიაა. დიმიტრი მედვედევის მიერ შეშინებისა და მუქარის ფაქტები მიუღებელია და შეერთებული შტატები ამას არასდროს არ დაუშვებს"... საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, როგორც ჩანს, ერთი წუთითაც არ ეპარება ეჭვი ამ გამონათქვამის ჭეშმარიტებაში, და აფასებს მას, როგორც თბილისის ინტერესების პირდაპირ დაცვას, გამოხატავს ღრმა კამყოფილებას და ჰილარი კლინტონის ასეთ პოზიციას „ძალზედ მნიშვნელოვანს" უწოდებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო REGNUM გადმოსცემს, კერძოდ, ხაზს უსვამს მის პირდაპირ მითითებას, რომ „რუსეთი ცდილობს, საქართველოსა და უკრაინაზე იმოქმედოს ყველა ზომებით - პოლიტიკურით, ეკონომიკურით, ენერგეტიკულით და სხვა", ვინაიდან აშშ ამ მიმართულებით დათმობას არ აპირებს.

13 იანვარს ტელეეთერში განხილვა გაგრძელდა. საქართველოს პრეზიდენტის გუნდის წევრები და კარის პოლიტოლოგები მთელი ხმით უმტკიცებდნენ თანამოქალაქეებს, რომ აშშ ვერ იქნება დემოკრატიული საქართველოს გარეშე. კლინტონის გამოსვლას, ახალი ადმინისტრაციის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ჯორჯ ბუშის კურსის გაგრძელება უწოდეს. ამასთანავე, თბილისში ერთი სიტყვითაც არ უხსენებიათ, რომ თეთრი სახლის ახალი მეპატრონის ინაუგურაციაზე მიპატიჟება გაეროში საქართველოს ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა, ამჟამად ოპოზიციაში გადასულმა ირაკლი ალასანიამ მიიღო. მას მრავალი პრეზიდენტის პოსტს უწინასწარმეტყველებს.

მეხის ხმა გაისმა 14 იანვარს. დამოუკიდებელმა გაზეთმა „ალიამ" სენატის ვებ-გვერდიდან გადმობეჭდა ჰილარი კლინტონის 16 გვერდიანი მოხსენების სტენოგრამა. აღმოჩნდა, რომ ეს ტექსტი დაწერილია რბილ და არაპირდაპირ, შემოვლით ტონში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100