RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსეთის სასაზღვრო აკრძალვას გააუქმებს

21.01.2009  |  12:13

3/9/1/1391.jpegამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ: რუსეთი განაახლებს საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემას. თბილისში ამას აფასებენ, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯს. ამის აუცილებლობაში კი, საქართველოში ეჭვი არავის ეპარება.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ "სახალხო დილომატიამ" წარმატებულად იმუშავა, კერძოდ კი, გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში რუსეთის საზოგადოებრივი პალატის მიწვევით მოსკოვში, ქართველი საზოგადო მოღავწეების ჩასვლამ და ჩატარებულმა დიალოგმა, რეზულატატი გამოღო. შესაძლებელი გახდა ქართულ-რუსული საზოგადოებრივი კომისიის შექმნა, კავკასიაში კონფლიქტის შედეგების დაძლევის დარგში. ამავე კომისიამ მიმართა რუსეთის ხელისუფლებას, ქვეყნებს შორის ავიაკავშირის განახლების თხოვნით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლმაც ურთიერთგაგება ჰპოვა, სწორედ ვიზების გაფორმების საკითხი გახლდათ.

როგორც შეგვატყობინა სატელეფონო საუბრისას, რუსეთის ფედერაციის საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელმა საქართველოში ვალერი ვასილიევმა, დოკუმენტების გაცემა რუსეთში შესვლის უფლებით, უახლოეს მომავალში დაიწყება. მისი თქმით,ამჟამად მიმდინარეობს შეთანხმება ოფიციალურად გაიხსნას რუსეთის სექცია შვეიცარიის საელჩოსთან შეთავსებით. ამ განყოფილებამ უნდა წარმოადგინოს რუსეთის ინტერესები საქართველოში, ვინაიდან მოსკოვსა და თბილისს შორის ჯერჯერობით დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. სავარაუდოდ იანვრის ბოლოს ან თბერვლის დასაწყისში ყველა საორგანიზაციო საკითხი გადაწყვეტილი იქნება, დიპლომატები სრული მოცულობით განაახლებენ საკონსულო მომსახურეობას.

კერძოდ როგორი ვზების მიღებას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები - სამსახურეობრივი, ტურისტული თუ მიწვევით? ეს საკითხი როგორც ვალერი ვასილიევმა განგვიმარტა ჯერჯერობით ზუსტდება. ვიზების გაცემა საქართველოში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს შენობიდან განახლდება, რომელზეც სულ ახლახან გაჩნდა დაფა წარწერით: "შვეიცარიის საელჩო საქართველოში - რუსეთის ინტერესების სექცია".

შეგახსენებთ, გასული წლის 28 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა სამხრეთ ოსეთში განვითარებულ საომარ მოვლენებთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება გაეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამსთან ერთად საკონსულო მომსახურება შენარჩუნებული იქნა. მოგვიანებიტ მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ რუსეთის ინტერესებს საქართველოში შვეიცარია წარმოადგენს.

საქართველომ ჯერ გააუქმა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. რაშიც იგულისხმებოდა: რომ ქვეყანაში შესვლას რუსეთის მოქალაქეები მხოლოდ მოწვევის ქონის შემთხვევაში შეძლებდნენ, ხოლო დოკუმენტები უნდა გაფორმებულიყო მესამე ქვეყნებში არსებულ საქართველოს დიპ-წარმომადგენლობებში. თუმცა ორიოდე დღის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ამ სქემაზე და გამარტივებულ ვარიანტს დაუბრუნდნენ ანუ რუსებს საქართველოს მონახულება ყოველგვარი ოფიციალური მოწვევის გარეშე შეუძლიათ. საზღვრის გადაკვეთისას გადაიხდიან 20 დოლარს და მიიღებენ ვიზას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100