RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პროდუქტიული შეხვედრა სმოლენსკის მოედანზე

21.01.2009  |  16:15

3/9/8/1398.jpegრუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები: სერგეი ლაროვი და მურატ ჯიოევი მოსკოვში 20 იანვარს შეხვდნენ. მათ ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის პრესპექტივები განიხილეს და ორივემ აღიარა, რომ შესამჩნევ წინსვლას მიაღწიეს.

ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სამხრეთ ოსეთისთვის გაზის ბლოკადის შეწყვეტა. RIA-Novosti -ის ინფორმაციით, ჯიოევმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ რუსეთისა და ეუთოს ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი და დაამატა:

„ქართულ-ოსური ურთიერთობები კვლავ დაძაბულია, მაგრამ ახლა გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, რომ გაზის პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება".

„ნაპერწკალი", როგორც ჩანს, გაჩნდა 13 იანვარს ცხინვალში ეუთოს დელეგაციის ვიზიტის წყალობით. მისმა ექსპერტებმა დაადასტურეს გაზსადენის სამხრეთ ოსეთის მონაკვეთის გამართულობა და რესპუბლიკისთვის გადაკეტილი ბუნებრივი ნედლეულის გაჭიანურებული ისტორიის, დადებითად გადაწყვეტის იმედი გამოთქვეს.

სხვა, არანაკლებ მინიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მინისტრებმა განიხილეს - ეს ის საჩოთირო მდგომარეობაა, როგორშიც რეგიონში ეუთოს მისია აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რუსული მხარე დაჟინებით მოითხოვს საქართველოში და სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებელ წარმომადგენლობებს (რუსეთის მიერ ამ უკანასკნელის აღიარებასთან დაკავშირებით. - ა.გ.), თუმცა ოფიციალურ თბილისთან და თავად ორგანიზაციასთან კონსენსუს ვერ მიაღწია.

როგორც ITAR_TASS გვატყობინებს, მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ჯიოევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაინტერესებულია ეუთოსთან თანამშრომლობით და ამ მისიის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუშაობას ძალინ მნიშვნელოვნად თვლის, რაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ არ განხორციელებულა.

სერგეი ლავროვმა საჭიროდ ჩათვალა, დაემატებინა და დაეზუსტებინა: „ჩვენ ავღნიშნეთ არამართლზომიერება და ხელოვნური მცდელობა, საქმე ისე წარმოეჩინათ, თითქოს რუსეთი აფერხებს საქართველოში ეუთოს საქმიანობის გაგრძელებას"... შემდეგ: საქართველოში ეუთოს ხაზით მუშაობა, უნდა გაგრძელდეს ახალი რეალიების გათვალისწინებით: „უნდა დაერქვას ყველაფერს, ანუ ქვეყნებს თავისი სახელი და ყველაფერი ნორმალურად იქნება". - დაასრულა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვის ბოლო გამონათქვამი სავსებით ცხადად ასახავს პრობლემას. სინამდვილეში, ევროპას ხომ აქამდე არ სურდა შერიგებოდა რეალობას. ის კი უბრალო ფორმულაშია: კავკასიის ორი რესპუბლიკა, ახლა სუვერენული სახელმწიფოა.

როგორც RIA-Novosti -სთან ინტერვიუში რუსეთში ეუთოს მუდმივმა წარმომადგენელმა ანვარ აზიმოვმა შენიშნა, „ჩვენ კი არა, დასავლელი პარტნიორები განაგრძობენ წარსულის ილუზიებით ცხოვრებას და არ სურთ შეურიგდნენ ობიექტურ რეალობას - ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და აფხაზეთის."

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100