RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დევნილები სამხრეთ ოსეთში: ომის შემდგომი ხუთი თვეე...

23.01.2009  |  11:18

4/2/0/1420.jpegაგვისტოს მოვლენებიდან 5 თვის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის წინაშე კვლავ დგას ჰუმანიტარული პრობლემები. ეს საკითხები 19 იანვარს განიხილებოდა მოსკოვში, ევროპის საბჭოს კომისარის თომას ხამმარბერგისა და დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინე კოსაჩოვის შეხვედრაზ.

ხამმარბერგი რუსეთის დედაქალაქში სწორედ საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ადგილობრივი მაცხოვრებლების მდგომარეობის განსახილველად ჩამობრძანდა. თავისი ვიზიტის შედეგებზე „გაზეტასთან" საუბრისას მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დევნილების დაბრუნებას. თითქოს, იქ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი.

„20 ათასი ეთნიკური ქართველისგან, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ რაიონში გადავიდნენ, არც ისე ცოტა დაბრუნდა, - განაცხადა კომისარმა. - პრობლემები საკმარისადაა".

ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რის შესახებაც Georgiatimes-მა სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წყაროსგან შეიტყო. კონკრეტულად: სამხრეთ ოსეთის მთავრობამ დასაწყისშივე აღნიშნა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქემ, რომელსაც რესპუბლიკაში ცხოვრების სურვილი ექნება, უნდა მიიღოს ოსეთის ან რუსეთის მოქალაქეობა.

რაც შეეხებათ ოსებს, ამ შემთხვევაში მდგომარეობა საგრძნობლად უკეთესია:

„ისინი, ვინც კონფლიქტის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთში წავიდა, ყველა დაბრუნდა. ცალკეული პირების გარდა, რომლებიც ვლადიკავკაზში სამკურნალოდ დარჩნენ. მრავალი დევნილი (რესპუბლიკაში უკვე დაბრუნებულები. - ა.გ.) თავისი სახლების რემონტის, უახლოეს მომავალში დასრულებას ელოდება."

ხამმარბერგმა სხვა პრობლემებიც დაასახელა: აუცილებელია ორივე მხარის პირების უფლებების და ფიზიკური დაცვა, მთლიანად უნდა განინაღმოს ტერიტორია.

შეგახსენებთ, ომის დაწყებიდან დღენახევარში სამხრეთ ოსეთი 30 ათასმა მაცხოვრებელმა დატოვა. სხვათა შორის, ეს მისი მოსახლეობის თითქმის ნახევარია! (ეთნიკური ქართველების რიცხვი კი, ნახევარზე მეტად შემცირდა). მათი ძირითადი ნაწილი მეზობელ ჩრდილო ოსეთში გადავიდა. ეს ეხება საქართველოში მცხოვრებ ოსებსაც. როგორც «Kavkazskiy Uzel» იტყობინება, რუსულმა მხარემ შესთავაზა დახმარება, ვოლოგოდის ოლქი და სტავროპოლის მხარე მზად იყვნენ დევნილების მისაღებად.

შემდეგ დაიწყო დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ეთნიკური ქართველების მდგომარეობის შესახებ ნოემბრის მეორე ნახევარში საერთაშორისო ორგანიზაცია «Amnesty International" იტყობინებოდა, რომლის ექსპერტებიც რეგიონში იმყოფებოდნენ და ურთიერთობა ჰქონდათ „საქართველოს, რუსეთის , სამხრეთ ოსეთის კომპეტენტურ ორგანოებთან" და კონფლიქტის დროს დაზარალებულებთან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100