RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ექს–პრემიერი: არა რესპუბლიკის, არამედ დევნილების დაბრუნება

23.01.2009  |  12:53

4/2/1/1421.jpegექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ახლა ოპოზიციურ პარტიას „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარეობს, 20 იანვარს პირველად, საგარეო და შიდა პოლიტიკური საკითხების შესახებ საპროგრამო განცხადებით გამოვიდა.

მან წარმოადგინა რეგიონში არსებული კონფლიქტის დასარეგულირებელი მოდელი, რომელსაც უკვე ბოლო 5 წელია გვთავაზობს. მისი საფუძველი მხრეებს შორის დიალოგია. მაგრამ ამჯერად ნოღაიდელმა გაახმოვანა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გეგმა, რასაც ახლადშექმნილი პარტიისგან არავინ ელოდა.

ქვეყნს პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი ოცნება და მთავარი პრიორიტეტი - ნატოს სტანდარტების შესაბამისი, ბრძოლისუნარიანი არმიის შექმნაა. მაგრამ, ამავე დროს, სააკაშვილის მრავალი განცხადების მიხედვით, ასეთი არმია უკვე არსებობს:"საქართველოს ყველაზე აღჭურვილი და ტექნოლოგიური არმია ჰყავს რეგიონში", „საქართველოს არმია სჭირდება არა ომისთვის, არამედ გამარჯვებისთვის და მშვიდობის დამყარებისთვის", „საქართველოს არმიამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, აიძულა რუსი გენერლები, გაქცეულიყვნენ ბრძოლის ველიდან".

პოლარულად განსხვავებული შეფასება გამოთქვა ზურაბ ნოღაიდელმა. მისი აზრით, ომის შედეგებმა გვაჩვენა, რომ სარდლობა იყო აბსოლუტურად მოუმზადებელი. „არმიის მშენებლობა სააკაშვილის პირადი პროექტი იყო და მისი წარუმატებლობის პასუხისმგებლობაც პერსონალურად პრეზიდენტს ეკისრება".

ექს-პრემიერმა არმიის მშენებლობის თავისი მოდელი წარმოადგეინა. ის დაკომპლექტებული უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეებით, რეზერვში კი, მხოლოდ ყოფილი სამხედროები უნდა ირიცხებოდნენ. ხარჯი - უნდა შემცირდეს. „შეიარაღებულ ძალებზე უნდა იხარჯებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი და არა შვიდი, როგორც გასულ წელს იყო, ან ოთხი პროცენტი, როგორც ამ წალსაა დაგეგმილი". - განაცხადა მან.

ამასთანავემ ხაზი გაუსვა: დღეს უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ არ უნდა წამოგებოდა საქართველო პროვოკაციას. „სწორი პოლიტიკის პირობებში, ჩვენ გვქონდა შანსი, მოგვეგვარებინა მრავალწლიანი კონფლიქტები მშვიდობიანი გზით".

„მოძრაობის" მიერ შემუშავებული კონფლიქტის დარეგულირების მოდელი ასეთია. უარი ითქვას ძალისმიერ მეთოდებზე, მოხდეს ახალგორის, გალის რაიონების და კოდორის ხეობის დემილიტარიზაცია, ასევე უზრუნველყოფილი იქნას დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება."ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული ლოზუნგები „დავიბრუნოთ აფხაზეთი!" და „დავიბრუნოთ ცხინვალის რეგიონი!" ლოზუნგებით - „დავუბრუნოთ აფხაზეთი აფხაზებს!" და „დავუბრუნოთ სამხრეთ ოსეთი, ოსებს!", - განაცხადა ნოღაიდელმა.

ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია მის წინადადებებს. თუმცა სექტემბერში, ექს-პრემიერის ოპოზიციაში წასვლამ ისინი საკმაოდ გააღიზიანა, რეაქცია ამგვარი იყო: ფინანსებთან და ბიუჯეტთან შეხება შევუზღუდეთ და აი, რეჟიმის მოწინააღმდეგეებს მიემხრო.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100