RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპელი დესპანები თბილისში

23.01.2009  |  13:50

4/2/4/1424.jpeg20 იანვარს ორი კომისარი თბილისში ჩამოვიდა. კნუტ ვოლებეკი ეუთოდან, რომელიც ნაციონალური უმცირესობების საქმითაა დაკავებული და ბენიტა ფერერო ვალდნერი ევროკავშირიდან - მის კომპეტენციაში შედის შიდა კავშირები და ევროპული სამეზობლო პოლიტიკა.

მათგან პირველი, რა თქმა უნდა დაინტერესდა ნაციონალურ უმცირესობათა პრობლემებით, სახელდობრ, აფხაზეთის გალის რაიონის ქართველებით. ფერერო-ვალდნერი ჩამოვიდა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ლტოლვილების კომპაქტურად ჩასახლებული ადგილების სანახავად, იმავდროულად ევროპული კომისიის მხრიდან თბილისისთვის ფინანსური დახმარების გაზრდაზე სასაუბროდ.

აფხაზეთში ქართველების მდგომარეობა კნუტ ვოლებეკს გააცნო მინისტრმა რეინტეგრაციის დარგში თემურ იაკობაშვილმა. ჩვეულებისამებრ, ის დაუნდობლად საუბრობდა "რუსი ოკუპანტების უწესობაზე". მიუხედავად იმისა, რომ ქართული მასმედია არაერთგზის და აფსოლუტურად ობიექტურად აღნიშნავდა: რუსული ჯარი ეთნიკურ ქართველებს არ ჩაგრავს.

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, - იაკობაშვილის სამხილებელი ფანტაზიების ციტირებას აკეთებს როსბალტი.- იქ დევნიან არა მხოლოდ ქართველებს და ქართულენოვან მოსახლეობას, არამედ ყველა დანარჩენს. ჩვენ ყოველ დღე ვხდებით მოწმეები იმისა, თუ როგორ უხეშად არღვევენ ოკუპანტები მოსახლეობის უფლებებს. რუსი სამხედროები დასდევენ ძროხებს, ნახირს, ხოლო როდესაც თვრებიან - იარაღით ხალხსაც ერჩიან".

ვოლებეკის ვიზიტის დასრულების შემდეგ, როგორც abkhazeti.info იუწყება, შედეგად ხელი მოეწერება ერთობლივ შეთანხმებას,-მოცემული გამოცემის აზრით,- საქართველოს პოლიტიკის მკვეთრად გამოხატული მხარდაჭერით.

ამ უკანასკნელის რეალობაში, ცოტას თუ ეპარება ეჭვი და პირველ რიგში , თბილისის ხელისუფლებას (მიუხედავად იმისა, როგორ შთაბეჭდილებებს მიიღებს სტუმარი თავისი შეხვედრების და მგზავრობების დროს). თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ეუთოს მისიას დაეკავებინა საქართველოს მიმართ საკმარისად კრიტიკული პოზიცია. ორგანიზაციის ერთადერთი წარმომადგენელი, ბრიტანელი კაპიტანი რაიან გრინი, რომელმაც დააპირა განეცხადებინა, თანაც ძალზედ დამადასტურებლად, რომ სწორედ საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს 2008 წლის აგვისტოში, სასწრაფოდ მოხსნეს.

წინასწარ ცნობილი კომისარის განწყობა, უნებლიედ გათქვა თვითონვე (ტერმინოლოგია გამოყოფილია კურსივით.-ს.ჩ.) იაკობაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"დღეს მე მივდივარ სოხუმში, სადაც შევხვდები დე-ფაქტო ლიდერებს, - ციტირებას ახდენს როსბალტი (ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ის უკვე დაბრუნდა იქიდან. - ს.ჩ.) - მე მათთან განვიხილავ გალის რაიონის ქართველების საკითხებს. მე ეს თემა ძალიან მაღელვებს, მინდა ვიცოდე, რა ხდება იქ მათი უფლებების დაცვის მხრივ.

ვაპირებდი ცხინვალშიც გამგზავრებას, მე ამის უფლება მაქვს, მაგრამ სეპარატისტებმა არ მომცეს ჩემი მანდატის შესრულების საშუალება ".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100