RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს - სამხედრო იმედი და საყრდენი

23.01.2009  |  17:37

4/3/0/1430.jpegთბილისში 20 იანვარს ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჩამოვიდა, საერთაშორისო კავშირების დეპარტამენტის უფროსის კრისტიან ფრიკის ხელმძღვანელობით. ვიზიტის შედეგი გახდა, ორი ქვეყნის თავდაცვის ორგანოების თანამშრომლობის გეგმა 2009 წლისთვის.

„განხილული იყო საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ რეფორმებთან, რომლებიც ქვეყანაში აგვისტოს მოვლენებით იყო ნაკარნახევი, - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინკოგნიტო თანამშრომლის ციტირებას ახდენს nregion.com. - გარდა ამისა, განიხილეს საქართველო-ნატოს კომისიის საქმიანობის მიმართულებები და თავდაცვის სფეროს ნაციონალური ყოველწლიური გეგმის პრიორიტეტული მიმართულებები".

შეგახსენებთ, ტალინი აგვისტოდან თანმიმდევრულად უჭერდა მხარს თბილისს და მოითხოვდა მოსკოვისგან, შეეჩერებინა აგრესია სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ. მართალია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უსაყვედურა სააკაშვილს, მაგრამ რუსეთის მოქმედებას ესტონეთი ძველებურად დემოკრატიის ხელყოფად თვლის.

„დიახ, ეს იყო შეცდომა საქართველოს მხრიდან, რომ იგი რაღაცის ძალადობით მოგვარებას შეეცადა, მაგრამ ეს შემდგომი ოკუპაციისთვის საფუძველი არ არის", - მიუთითა ნოემბერში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა. მალევე ამის შემდეგ, თავდაცითი ძალების სარდალმა ანტს ლაანეოტსმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა „რუსეთის სტრატეგიუილ ოპერაციას" იმისთვის, რომ დაეშინებინათ ამიერკავკასიის ხალხები.

არ ღირს ფიქრი იმაზე, რომ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას რამე რეალურის მოტანა შეუძლია ქართული არმიისთვის, მითუმეტეს, საქართველოს მოსახლეობის გათავისუფლება რუსეთის მითიური გეგმებისგან. რაანეოტსის ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ, მათი დაშინებისგან. მთელი ბალტიისპირეთის შეიარაღებული ძალები - ბუტაფორიაა. მათ გვერდით ქართული არმია დიდი და დიადია.

დასავლეთის იარაღის ათვისებაში დახმარებაც საკმაოდ საეჭვოა. თბილისს თავსის „სპეციალისტებიც" ყოფნის, რომლებმაც მოასწრეს რამე მაინც ესწავლათ ამერიკელი ინსტრუქტორებისგან. გამორიცხული არაა, რომ ტალინი მიილტვის, მიწოდებების შუამავალი იყოს და არ ეშინია იმ შედეგების,რომელზეც არაორაზროვნად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ახლახანს გამოცემულ ბრძანებაში „საქართველოსთვის საომარი და ორამგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდების აკრძალვის ზომების შესახებ". ესტონეთი მაინც არაფერს კარგავს. რუსეთის ეკონომიკური სანქციები მათ წინააღმდეგ, ამის გარეშეც წელიწადნახევარია მოქმედებს - იმის შემდეგ, რაც ტინისმიაგის ბორცვზე საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლის დემონტაჟი მოხდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100