RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთი – ჭადრაკიდან ფესტივალებამდე

23.01.2009  |  17:47

4/3/1/1431.jpegაფხაზეთში საკმაოდ ღირსშესანიშნავი მოვლენა დასრულდა. რესპუბლიკის დედაქალაქში 20 იანვარს ენდშპილამდე მივიდა პირველად გამართული საჭადრაკო ტურნირი «А-Mobile-2009».

„სასიხარულოა ამ თბილ, მყუდრო დარბაზში გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად ახალგაზრდების და სავსებით ნორჩი მოჭადრაკეების ხილვა, - კომპანია „ა-მობაილის" მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების უფროსის გიორგი მიქვაბიას სიტყვები მოჰყავს საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესს" - მათ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვთ. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ტურნირები ამიერიდან ყოველ წელს ჩატარდება. ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტი მონაწილე იქნება, მათ შორის სხვა ქვეყნებიდანაც".

ბოლო დროს აფხაზეთში ჭადრაკისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. პირველი ტურნირი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის „AbkhaziaOPEN- 2008"-ის ფარგლებში ჯერ კიდევ, 2008 წლის ივნისში გაიმართა.

თავიდან იგეგმებოდა, რომ მსგავსი შეჯიბრებები ყოველ თვიურად გაიმართებოდა, მაგრამ ამას ხელი შეუშალა გასული აგვისტოს მოვლენებმა. შემდეგ საჭადრაკო დაფისათვის პაექრობა განახლდა. თანაც - საერთაშორისო საჭადრაკო ასოციაციის, ფიდეს ეგიდით.

ახლანდელი ტურნირი ორი დღის განმავლობაში , სოხუმის ანატოლი კარპოვის სახელობის სკოლაში იმართებოდა. პრიზებისთვის იბრძოდა 28 სპორტსმენი მთელი აფხაზეთიდან. მათ შორის - რესპუბლიკის ყველა უძლიერესი მოთამაშეები, ასევე ახალგაზრდები და ახალბედანი, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ოსტატობის სიმაღლეებისაკენ. ამ უკანასკნელებთან, არაპროფესიონალი მწვრთნელები მუშაობენ. სამსახურისგან თავისუფალ დროს, ბავშვებს ამეცადინებენ სხვა პროფესიის ადამიანები - ექიმები და ინჟინერები. მაგრამ ტურნირის მსვლელობისას ახალგაზრდა მონაწილეებს თავისი გამოცდილება გაუზიარა სოხუმში ჩამოსულმა ვლადიმერ გუტკისმა, რომელიც თავისი საჭადრაკო კვალიფიკაციით - საერთაშორისო ოსტატია.

კითხვაზე: თუ რატომ ეწვის ის აფხაზეთს? მან უპასუხა:

„ჩემს მშობლიურ ქალაქ სოჭში და კარსნოდარის მხარეში, საჭადრაკო ტურნირები დიდი იშვიათობაა. ახლა თქვენთან თითქმის ყოველ თვე იმართება შეჯიბრებები. მე უკვე ვმონაწილეობდი ოთხ მათგანში და არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას. აფხაზეთი ახლა ბევრს აძლევს მაგალითს. მე მხედველობაში მაქვს ტურნირების ჩატარების სიხშირე და მასობრიობა. ყოჩაღ!"

რაღა ითქმის, ასეთმა შეფასებებმა არ შეიძლება არ გაგვახაროს. მითუმეტეს, თუ ის ეხება რესპუბლიკას, სადაც საიდუმლო არ არის, რომ უამრავი პრობლემაა - პოლიტიკურიც და სოციალურიც.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100