RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსეთი. ნიკარაგუა. კონგო?

26.01.2009  |  14:58

4/3/7/1437.jpegდემოკრატიულ რესპუბლიკა კონგოს შეუძლია ცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამის შესახებ ცნობილი გახდა სოხუმში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც შედგა რუსეთის ფედერაციაში კონგოელ ელჩ მოიზა კაბაკუ მუჩაილასა და პრეზიდენტ სერგეი ბაღაბშს შორის 21 იანვარს.

„მე ბედნიერი ვარ იმით, - მუჩაილას სიტყვები მოყავს „კავკასიის კვანძს",- რომ დღეს აქ ვიმყოფები და მადლობელი აფხაზეთის პრეზიდენტისა, რადგან მან მომიწვია ამ ლამაზ ქვეყანაში. მიუხედავად სამუშაოს დიდი მოცულობისა და დაძაბული გრაფიკისა, მე სიამოვნებით მივიღე ეს მოწვევა და ჩამოვედი აქ. ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიულ რესპუბლიკა კონგოსა და აფხაზეთს შორის კავშირების განმტკიცებას."

თავის მხრივ, სერგეი ბაღაბშმა მთელი თავისი ქვეყნის სახელით გამოთქვა მზადყოფნა ყველა იმ სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებისთვის, რომლებსაც სურთ რესპუბლიკასთან თანამშრომლობა. „ამისთვის ყველანაირი შესაძლებლობა გაგვაჩნია",- განაცხადა მან.

არ არის რთული სათქმელი, რომ მალე ჯერ-ჯერობით მოკლე სიას სახელმწიფოებისა, რომლებმაც ცნეს აფხაზეთის (ასევე სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობა, შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი. მაშინ ამ სიაში უკვე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს ოთხი მხარე - ევროპა, აზია, ამერიკა და აფრიკა.

შეგახსენებთ, პირველმა ამ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნო რუსეთმა, აგვისტოს ბოლოს. უკვე სექტემბრის დასაწყისში მის მაგალითს მიბაძა ნიკარაუამ. ოქტომბერში მათ თითქმის შეუერთდა სომალი. მაშინ, მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ამ ქვეყნის ელჩმა მუჰამედ ჰანდულემ განაცხადა:

„სომალი სრულებით უჭერს მხარს რისეთის მოქმედებებს კავკასიაში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის უფლებას თვითგამორკვევისთვის,- ახდენდა მის ციტირებას „კომერსანტი". - ჩვენი სახლემწიფო უმოკლეს ვადებში მოაგვარებს დიპლომატიურ ურთიერთობებს სამხრეთ ოსეთთან, ასევე საქართველოსთან და აფხაზეთთანაც".

თუმცა, მას შემდეგ სომალისგან არაფერი გაუგონიათ. შეიძლება, ამიერკავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის შესაძლო ცნობით, მათ მოსკოვზე შთაბეჭდილების მოხდენა სურდათ - თავისი ვიზიტის დროს ჰანდულემ გამოთქვა თავისი ქვეყნის სურვილი, ეთანამშრომლათ რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში და რუსეთის ხომალდებს ოფიციალური უფლებაც კი გადასცა ჩაეტარებინათ ოპერაციები მეკობრეების წინააღმდეგ სომალის წყლებში და ხმელეთზე.

სიტუაცია განმეორდა ერთი თვის შემდეგ. ნოემბერში ლიბანის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საად ხარირიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცახადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი გადაწყდება უმაღლეს სახელმწიფო დონეზე, ასევე დასძინა: „ამ რესპუბლიკებთან კონტაქტებს ახლავე დავამყარებთ. ლიბანელებმა თავიანთი გამოცდილებით იციან, თუ რა დღეში იყვნენ ისინი. ლიბანიც ხომ პატარა სახელმწიფოა და მასაც საფრთხე ემუქრება".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100