RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს „სახალხო ბანკი“ ბრიტანელების ხელშია

26.01.2009  |  16:30

4/4/0/1440.jpegსაქართველოს „სახალხო ბანკს" ახალი მფლობელი ჰყავს, ბრიტანული კომპანია „Euro Oil". ამის შესახებ ცნობილი გახდა 19 იანვარს. ასე რომ, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ბანკს სერიოზული ინვესტიციები ელის.

ამ საკრედიტო დაწესებულების 69 პროცენტი 12 მილიონ ლარად გაიყიდა ( 1 ლარი არის 1.6 დოლარი ). რადიო „კომერსანტის" ინფორმაციით, ბანკის აქციონერთა ბოლო შეხვედრაზე ინტერესთა შეჯახება მოხდა, ის დაკავშირებული იყო მართვის საკითხებთან და სხვადასხვა სახის არსებით და გადაუდებელ ხარჯებთან. მომხდარი გარიგების კომენტირებისას ამ დრომდე ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა ირინა ჯინჭარაძემ განცხადა, რომ ზემოთ ხსენებული თანხა ინვესტორთა უმეტესობას ძალიან იაფად ეჩვენა, თუმცა ის თავად სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა სიტუაციიდან.

ყოფილი თანამფლობელების უმრავლესობის უკმაყოფილება გასაგებია. ჯერ კიდევ ზაფხულში საქართველოს „სახალხო ბანკის" ყიდვას აპირებდა უკრგაზბანკი. მაშინ ფასი 83 მილიონ ლარზე ბევრად მეტი იყო. მაგრამ მიზეზთა გამო, რომლებსაც არ აცხადებენ, შეთანხმება არ შედგა.

შესაძლებელია, ეს არ მომხდარიყო, ნახევარი წლის წინ ვინმეს, მათ შორის თავად აქციონერებს, რომ ევარაუდათ თავიანთი ურთიერთობების ჩიხში შესვლა.

საინტერესოა რამდენიმე დეტალი ბანკის ახალი მფლობელის შესახებ. პირველ რიგში, საჭიროა იმის ხაზგასმა, რომ „Euro Oil" არის კომანია, რომელსაც უკრგაზბანკისგან განსხვავებით, არ აქვს კავშირი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. უფრო მეტიც, ის შედის არაბულ ჰოლდინგში «RAK Investment». ის კი, თავის მხრივ, გასული წლის შემდეგ ითვლება საქართველოს ორი პორტიდან ერთ-ერთის, ფოთის, სრულუფლებიან მფლობელად.

არ არის გამორიცხული, რომ ამ გარემოებებმა ითამაშეს თავიანთი როლი საქართველოში „სახალხო ბანკის" გაყიდვის ფაქტის აღქმის არაერთგვაროვნებაში. დიახ, აღიარებს ზოგი, ეს ის ინვესტიციებია, რომლებიც ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება. სხვები კი შეშფოთებულები არიან: ხომ არ დაზარალდება მოსახლეობის ღარიბი ფენა, რადგანაც სწორედ „სახალხო ბანკის" მეშვეობით უხდიდა მათ მთავრობა სოციალურ დახმარებას.

მთავრობამ დამამშვიდებელი განცხადებები გააკეთა. რადიო „კომერსანტმა" 22 იანვარს გადმოსცა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის ალექსანდრე კვიტაიშვილის სიტყვებუ: „ „სახალხო ბანკი" არანაირ ცვლილებას არ გეგმავს და გააგრძელებს პენსიებისა და სოციალური დახმარების გაცემას". ამასთანავე, მინისტრმა დააზუსტა, რომ შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა მის უწყებასა და „სახალხო ბანკს" შორის, მხოლოდ წლის ბოლომდე მოქმედებს. რა იქნება შემდეგ - ამაზე უწყების ხელმძღვანელმა დუმილი ამჯობინა.

ხალხს თავისი მომავალი გეგმების შესახებ არც ახალმა მფლობელმა შეატყობინა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100