RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

როგორც ჩანს, რუსული ენა – „რასობრივი დისკრიმინაციის საშუალებაა“

27.01.2009  |  13:06

4/5/0/1450.jpegსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მოსწონს სწავლების ფორმა აფხაზეთის სკოლებში, რადგან ის რუსულ ენაზე მიმდინარეობს. ამას კი საგარეო საქმეთა სამინისტრო რასობრივ დისკრიმინაციასთა ათანაბრებს, რომელიც, თითქოს და უხეშად თელავს აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრები ქართველების უფლებებს.

ამ ბრალდებამ ნაციონალური უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის, კნუტ ვოლლებეკის რესპუბლიკაში ვიზიტისას გაიჟღერა. პრემიერ-მინისტრთან, ალექსანდრე ანქვაბთან საუბრისას მან აღიარა: აფხაზეთის ხელისუფლება არ აფერხებს გალის რაიონის სკოლებში ქართულის სწავლებას. თუმცა თავად სწავლება, როგორც ყველა დანარჩენ საგნებში, მიმდინარეობს რუსულად - აფხაზური ან რუსული სახელმძღვანელოებით.

როგორც აფხაზეთის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი იტყობინება, ამ სკოლების მონახულების შემდეგ, ვოლებეკმა ქართულ ენაზე არსებული სახელმძღვანელოების პრობლემის მოსაგვარებლად დახმარების სურვილი გამოთქვა. „გალელებისთვის ამ შესაძლებლობის მიცემა, აფხაზურ საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს", - თვლის უმაღლესი კომისარი.

თუმცა პრემიერ-მინისტრმა ეს იდეა, როგორც ასეთი, უარყო. „გალის რაიონის ბავშვებს ჩვენ არ ვასწავლით ქართული სახელმძღვანელოებით და არ ვიხელმძღვანელებთ განათლების ქართული სტანდარტებით. საქართველო აფხაზეთისთვის არამეგობრულ სახელმწიფოდ რჩება". - განაცხადა მან.

ევროპელი სტუმრის მეორე წინადადებამ კი ანქვაბი დააინტერესა. ის წინააღმდეგი არაა, ქართულად ითარგმნოს რუსეთში და აფხაზეთში გამოცემული სახელმძღვანელოები.

დანაშაული რა არის ამაში?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხსნის:"მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, რუსული საოკუპაციო ძალები და მარიონეტული რეჟიმი უხეშად არღვევს გაეროს კონვენციას, ყველა ფორმის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ", - ციტირებას ახდენს „როსბალტი" და შემდეგ: ვითომც და რუსული მხარის საბოლოო მიზანია კონფლიქტის ზონაში დარჩენილი ქართული მოსახლეობის გამოდევნა.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორგანოს განცხადებას, წინ უსწრებდა აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ცნობა იმის შესახებ, რომ გალის რაიონის სკოლებში მასიურად შეაქვთ სახელმძღვანელოები რუსულ ენაზე, რომლებიც სწავლების რუსულ პროგრამაზე არის მიბმული. ერთიც და მეორეც, როგორც „ლეგიტიმური" ხელისუფლების განათლების სამინისტომ განაცხადა, სერიოზულდ ამახინჯებს საქართველოს იტორიას.

თანაც, სააგენტო «GHN»-მა გადმოსცა, რომ „სეპარატისტები, ფალსიფიცირებული ისტორიული ფაქტების გავრცელების სანაცვლოდ", პედაგოგებს ხელფასის თითქმის ორჯერ გაზრდას დაპირდნენ.

სასკოლო სახელმძღვანელოები - აფხაზეთის დიდი ხნის თავის ტკივილია. 1992-93წ. ომის შემდეგ, ისნი მაშინვე გადავიდნენ განათლების რუსულ სტანდარტებზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100