RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სტრასბურგის ანგარიში

27.01.2009  |  15:16

4/5/3/1453.jpeg26 იანვარს სტრასბურგში გაიხსნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია. სხვა საკითხებთან ერთად დაგეგმილია სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაციის განხილვაც.

დისკუსიას იმ თემაზე, თუ როგორ სრულდება გასული წლის ოქტომბერში მიღებული „საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ" N1633 რეზოლუცია , 28 იანვარს, მთელი დღე დაეთმობა.

პირველ რიგში ასამბლეა მოისმენს მათიას ეორშისა და ლუკ ვან დენ ბრანდეს მოხსენებას, რომლებიც ოქტომბერში სამხრეთ კავკასიაში, 18 იანვარს კი მოსკოვში იმყოფებოდნენ. შემდეგ სიტყვას აიღებს მომხსენებელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დევნილთა და მიგრაციის კომისიიდან კორნეი იონკერი, რომელიც ისაუბრებს აგვისტოს კონფლიქტის ჰუმანიტარულ ასპექტებზე (რეგიონში ის იმყოფებოდა ნოემბერში). რის შემდეგაც დაიწყება დისკუსია, რომლის შედეგების მიხედვითაც მიიღებენ რეკომენდაციის პროექტს ორი მხარისთვის და ახალ რეზოლუციას.

ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინე კოსაჩოვის აზრით, მოსალოდნელია რთული საუბარი. „მე ველოდები ძალიან ბევრ მოსაზრებას, რომლებიც არ დაემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ამასთანავე, ვერ ვხედავ კონფლიქტის საშიშროებას, ჩვენ ევროსაბჭოსთან გამუდმებით ნორმალურ კონსტრუქციულ დიალოგზე გავდივართ". - განუცხადა მან 24 იანვარს RIA-Novosti-ს.

ამასთან ერთად, დაამატა, რომ „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თემების" განხილვა უფრო შინაარსიანად ჩაივლის, ვიდრე ოქტომბერში(როდესაც მიიღეს რეზოლუცია „საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ"). კოსაჩოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ უკვე შეიტანა პირველ მოხსენებაში 33,მეორეში კი - 20 შესწორება.

ნორმალურ, კონსტრუქციულ დიალოგზე გასვლის კონსტატაცია, ალბათ, გამყარებულია ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლუის მარია დე პუჩის მოსკოვში ვიზიტითაც. კონკრეტულად, მისი დადებითი შთაბეჭდილებებით. შეგახსენებთ, რუსეთის დედაქალაქში დე პუჩმა განიხილა სამხრეთ ოსეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებული რეზოლუციის შესრულება. ITAR-TASS -ის ინფორმაციით, ჟურნალისტებთან შედეგების შეჯამებისას, მან განაცხადა:

„ჩვენ წარმოგვიდგინეს დიდი მოცულობის მონაცემები და მისცეს პოლიტიკური შეფასებები, რომლებიც ადრე ცნობილი არ იყო". ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ასევე პირობა მისცა, რომ მოსკოვის ვიზიტი ასახვას ჰპოვებს ასამბლეის ახალ რეზოლუციაზე მუშაობაშიც და ირწმუნება, რომ „ისეთი მკვეთრი ფორმულირებები, როგორიცაა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების უარყოფა, მასში ჯერ არ არის".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100