RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ძალიან რთული იყო სამხრეთ ოსეთის თბომომარაგების გზა...

28.01.2009  |  09:45

4/5/8/1458.jpegსაქართველომ სამხრეთ ოსეთისთვის გაზის მიწოდება განაახლა. ამის შესახებ ცნობილი გახდა 25 იანვარს. ცხინვალის ნახევარწლიანი ბლოკადაც მოხსნილად შეიძლება ჩაითვალოს.

ამ დღეს ირაკლი ნიკოლაიშვილმა, „იტერა საქართველოს" გენერალური დირექტორის შემცვლელმა, სამხრეთ ოსეთისთვის საწვავის მიწოდებაზე პასუხისმგებელმა, შეატყობინა „ინტერფაქსს": „იანვრის ბოლომდე რესპუბლიკაში შევა 2 მილიონი კუბომეტრი გაზი. თებერვალში კი საჭიროების მიხედვით ეს რიცხვი სამი-ოთხჯერ გაიზრდება".

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსული გაზი ცხნივალს 25 იანვრის დილის 8 საათიდან მიეწოდება. თუმცა, უკვე 2 საათის შემდეგ მისი მიწოდება შეწყდა. როგორც ქართული გაზის კომპანია იტყოვინება ავარია მოხდა გველეთის გამანაწილებელ სადგურზე, რომელიც იმყოფება ყაზბეგში, რუსეთის საზღვართან.

„ჩვენს სპეციალისტებს,- ავრცელებდა განცხადების ტექსტს საინფორმაციო სააგენტო,- ჯერ არ შეუძლიათ დაასახელონ ნავთობის მიწოდების განახლების ზუსტი თარიღი, მაგრამ ყველა საჭირო ზომა მიღებული იქნება".

ვერ ვიტყვით, რომ სამხრეთ ოსური მხარე ამ განცხადებას ნდობით მოეკიდა. იტარ-ტასს მოჰყავს ბორის ჩოჩიევის, კონფლიქტის შემდგომი საკითხების დარეგულირების საკითხებში რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის, სიტყვები: „საეჭვოა ის ფაქტი, რომ ავარია ყაზბეგის რაიონში სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც გაზსადენში პირველი კუბომეტრები გაუშვეს და უკვე დაგეგმილი იყო პირველი სოციალური ობიექტების ჩართვა".

თუმცა შიში არ გამართლდა. შუადღისას გაზი უკვე მიეწოდებოდა სამხრეთ ოსეთის პურ-ფუნთუშეულის კომბინატს. ამ ინფორმაციის დამადასტურებლად ქართული კორპორაციისგან ახალი მონაცემებიც გავრცელდა. ისინი იტყობინებოდნენ, რომ ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები დასრულებულია, გაზი კი სრული მოცულობით მიედინება გაზსადენში.

სასიხარული ამბავი საუფარავი სიხარულით მიიღეს საკითხის დარეგულირების აქტიურმა მონაწილეებმა - ოფიციალურმა მოსკოვმა და ეუთომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც იტარ-ტასის მიხედვით გახდა ცნობილი, „კმაყოფილები იყვნენ იმით, რომ საბოლოოდ თბილისმა საღი გონებით დაიწყო მოქმედება, სამხრეთ ოსეთის და ახლოს მდებარე რაიონების მაცხოვრებლებს კი საშუალება აქვთ გათბნენ სახლებში". ამასთანავე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაქო ეუთო, „რომელმაც ოპერატიულად გაგზავნა თავისი თანამშრომელი ამ ჰუმანიტარული პრობლემის მოსაგვარებლად".

თავის მხრივ ვენამაც გაუკეთა რევერანსი მოსკოვს. „მე ვამართლებ მხარეების მოქმედებებს,- მოჰყავს საინფორმაციო სააგენტოს ეუთოს ტავმჯდომარის, დორა ბაკოიანის, სიტყვები,- რომლებმაც კონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინეს და შესაძლებელი გახადეს ამ ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარება".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100