RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოჩამჩირე სევასტოპოლის ნაცვლად?

28.01.2009  |  15:30

4/6/4/1464.jpegამ წელს რუსეთი შედგება სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას აფხაზეთსი, ქალაქ ოჩამჩირეში. ამის შესახებ 26 იანვარს გახდა ცნობილი.

იტარ-ტასის ინფორმაციით ამ საკითხზე პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ახლა აფხაზეთის მხარესთან დეტალებს იხილავენ. „ბაზას გამოვუყენებღ არსებული დივერსიის საფრთხისა და საქართელოს სპეცსამსახურებისგან მოსალოდნელი ტერაქტების გათვალისწინებით,- იტყობინება ანონიმური წყარო.- ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბაზა მოწყობილი იქნება ყველანაირი სახის წყალქვეშა და წყლის ზედაპირის დაცვის სისტემებით, ასევე სახმელეთო და საჰაეროსიც".

ხსენებული მოლაპარაკებების არსებობა იმ დღესვე დაადასტურა აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაბშმა. თუმცა, თავის გამართლებებით: „მართლაც, არსებობს შეთანხმება ამ წელს შავი ზღვის ფლოტის გემების ოჩამჩირეში გაჩერების შესახებ,- მისი სიტყვები მოიყვანა „ინერფაქსმა".- ჩვენ განვიხილეთ გარკვეული ტექნიკური საკითხები. მაგრამ დღესდღეობით ოფიციალურად ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს". ბაღაბშმაც აღნიშნა, რომ მოცემული საკითხის დაჩქარებისკენ რუსულ და აფხაზურ მხარეებს უბიძგებს საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი დივერსიის საფრთხე.

მასმედიის ინფორმაციით, მხარეებმა უკვე მოამზადე მუშაობის წინასწარი გეგმა. ოჩამჩირეს საზღვაო ბაზა არ იქმნება ახლიდან - რეკონსტრუქცია ჩაუტარდება საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოფილ ობიექტს. ამისთვის გააღრმავებენ ფსკერს და აღადგენენ სანაპიროს ინფრასტრიქტურას. სამუშაოები უკვე წელს დაუწყება და გათვლილია რამდენიმე წელიწადზე. საბოლოოდ იქ შავი ზღვის ფლოტის 20 ხომალდი გაჩერდება ( გარკვეული მონაცემების მიზედვით, რამდენიმე დიზელის წყალქვეშა გემების ჩათვლით).

„თუკი რუსეთი თვლის,- აცხადებს აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგე შამბა,- რომ ამის (ბაზის რეკონსტრუქციის) დრო დადგა,მაშინ ჩვენ მზად ვართ ეს საკითხი განვიხილოთ". შამბამ ასევე განაცხადა, რომ რუსი მეზღვაურების ოჩამჩირეში ყოფნისთვის შემორჩენილი საბჭოთა დროიდან ინფრასტრუქტურის რამდენიმე აუცილებელი ელემენტი: რკინიგზით მისვლა და სამხედრო ქალაქი. „ამ ყველაფრის აღდგენა შეიძლება" - დაასკვნა მან.

ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია შეგახსენოთ უფრო ადრე გაცხადებული გეგმების შესახებ, რომ რეკონატრუქცია ჩაეტარებინათ გუდაუთოს ბაზისთვის და განეთავსებინათ იქ რუსი სამხედროები - რადგან მზადდებოდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამხედრო კავშირის დოკუმენტი. თუმცა, რუსეთის საზღვაო ფლოტის აფხაზეთში განთავსების იდეაც არ არის ახალი.

ჯერ კიდვე ნოემბერში ეს საკითხი განიხილებოდა დუმის გაფართოებულ სხდომაზე.

რის შემდეგაც აფხაზეთმა მხარი დაუჭირა რუსეთის ინიციატივას, ხოლო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიდერმა სერგეი შამბამ ინტერვიუში განაცხადა:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100