RSS
на русском en in english
26.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბაღაფშს მსოფლიო თანამეგობრობის შანტაჟში ედება ბრალი

29.01.2009  |  10:31

4/7/2/1472.jpegაფხაზეთის პრეზიდენტმა, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ - იოჰან ვერბეკთან ამასწინანდელი შეხვედრისას განაცხადა, რომ რესპუბლიკის მოქალაქეებს, ევროპის ქვეყნების ვიზების მიღებისას პრობლემები ექმნებათ. ამ უწყინარმა მიმართვამ მეზობელ ქვეყანაში ბრალდებების ნიაღვარი გამოიწვია...

„უამრავი ფაქტი არსებობს იმისა, რომ რესპუბლიკის მოსახლეობას ზოგიერთი ევროპული ქვეყნების ვიზებს არ აძლევენ. ეს საკითხი სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს", - სერგეი ბაღაფშის ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო GHN. პრეზიდენტმა ამცნო ვერბეკეს, რომ ასეთმა ქმედებამ შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიღოს. მათ შორის, აფხაზეთმა უარით გაისტუმროს ამ ქვეყნების დიპოლომატები, რომლებიც რესპუბლიკას მოლაპარაკებებისთვის სტუმრობენ ხოლმე.

საქართველოში მრავალმა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა გადაწყვიტა, რომ ამ განცხადებით აფხაზეთი მსოფლიო თანამეგობრობის შანტაჟირებას ცდილობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, რომ: ეს რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაა და საკუთარი ხალხისთვის ვიზების გაცემის საკითხს წყვეტს მისი ხელისუფლება და არა რეგიონალური მთავრობა, გვატყობინებს nregion.com. მისი სიტყვებით „ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ამზადებს რუსეთი აგრესიულ დემარშს: საერთაშორისო საზოგადოების, ევროპული სახელმწიფოებისა და აშშ-ს წინააღმდეგ".

საქართველოს პარლამენტის ტეროტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის თავმჯდომარე - შოთა მალაშხია დარწმუნებულია, რომ აფხაზები არაფრად აგდებენ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასთან დაკავშირებით და ბაღაფში ვერ შეძლებს საკუთარი ინიციატივის განხორციელებას.

„არსებობს გაგება - „საქართველოს მოქალაქე" და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, იქნება ის აფხაზი თუ ქართველი, უფლება აქვს აიღოს საქართველოს პასპორტი, შემდეგ საზღვარგარეთის ვიზა და იმოგზაუროს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.- ციტირებას ახდენს abkhazeti.info. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აფხაზებს შეუძლიათ წარმატებით გადაადგილდნენ მხოლოდ რუსეთსა და ნიკარაგუაში".

მალაშხიას ავიწყდება მხოლოდ ერთი რამ - აფხაზეთის 80%-ზე მეტს აქვს რუსეთის პასპორტიც, რომლითაც თავისუფლადაა შესაძლებელი " მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობა". ასე რომ, საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის საქართველოს მოქალაქეობა ერთადერთი ვარიანტი სულაც არ არის.

აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ლიდერმა, მალხაზ აქიშბაიამ კი, ბაღაფშის განცხადებას მორიგი აბსურდი უწოდა და დაამატა, რომ „სეპარატისტები უკვე დიდი ხანია ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100