RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პლატფორმა იგება ჭრიალით

29.01.2009  |  15:25

4/7/9/1479.jpegსტამბოლში 26 იანვარს ჩატარდა კავკასიაში სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმის განხილვა. აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს, რუსეთის და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

როგორც იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Regnum, „იმის გათვალისწინებით, რომ ხუთი ქვეყნიდან თითოეულს თავისი აზრი გააჩნია რეგიონის კონფლიქტის მიზეზებსა და შედეგებზე, განხილვის შედეგების მიხედვით ვერ შეძლეს საბოლოო გადაწყვეტილებისა და საერთო დეკლარაციის მიღება". თუმცა პლატფორმის პროექტს ხაზი არ გადაუსვეს. მორიგი შეხვედრაც წინ არის. მისი ჩატარების ადგილი და დრო განისაზღვრება თითოეულ სახელმწიფოში წინასწარ შექმნილი გუნდის მიერ.

რა აღუდგა წინ შემდგარი დიალოგის კონსტრუქციულ დასასრულს? ამაზე ნათელი პასუხი ჯერ არ არსებობს. თუმცა უკვე მეორე დღეს, 27 იანვარს, პრესაში უკვე გაჟონა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის არაზ აზიმოვის სტამბულის გამოსვლის დეტალებმა.

„ოფიციალური ბაქო,- ციტირებას ახდენს Day.Az,- შეუძლებლად თვლის იმ პლატფორმის განხორციელებას, რომელიც სომხეთთან თანამშრომლობის გზაბს გახსნის, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების გარეშე." ამასთანავე, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ხუთი მონაწილე ქვეყნის დაინტერესება რეგიონში უსაფრთხოების შექმნით „მნიშვნელოვანია პლატფორმის რეალიზაციისა და განვითარებისთვის". მან უკვე შემდგარი და მომავალი განხილვები „სასარგებლოდ" მიიჩნია.

ასეა თუ ისე, იდეის რეალიზაციას რომლის უმთავრესი მიზანი კავკასიაში ტერიტორიული უთანხმოების მოგვარებაა, ბევრმა რამემ შეუშალა ხელი.

შეგახსენებთ, ორგანიზაციის შექმნა სახელწოდებით სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმა კავკასიაში შესთავაზა 13 აგვისტოს თავისი მოსკოვში ვიზიტის დროს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ტაიპ რეჯეპ ერდოგანმა. მან თავისი იდეა კავკასიაში არსებული რამდენიმე კონფლიქტით ახსნა. ისეთი, მაგალითად, როგორიცაა ყარაბაღის ( რომელიც 1987 წლიდან დაიწყო) და სომხეთ-თურქეთის (რომლის ისტორიაც უკვე 90 წელზე მეტს ითვლის).

პლატფორმის შექმნის კატალიზატორის როლი აგვისტოს მოვლენებმა შეასრულა. ერდოგანის შეთავაზებას ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რომლებიც პროექტის მიხედვით უნდა შესულიყვნენ ორგანიზაციაში: თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს,რუსეთის და სომხეთის გარდა.

დეკემბრის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია ოფიციალურ სტატუსს შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ მიიღებდა. ამის შესახებ სიანფრომაციო სააგენტოს ტაიპ რეჯინ ერდოგანმა უამბო: „შედგა მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ლიდერების შეხვედრა. განხილული იქნა მომავალი შეთანხმების ფორმატი. სამუშაო ჯგუფი უკვე ზრუნავს მის სწრაფ მიღებაზე".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100