RSS
на русском en in english
22.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მინისტრის მოადგილის, ზაკან ჯუღელიას მკვლელობის სამი ვერსია

29.01.2009  |  15:27

4/8/0/1480.jpegაფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26 იანვარს, საღამოს, სოხუმში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზაკან ჯუღელია მოკლეს. პრეზიდენტმა სერგეი ბაღაbშმა განაცხადა, რომ მკვლელობა დაკავშირებულია მის პროფესიონალურ საქმიანობასთან.

პრესის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე მაშინ მოკლეს, როდესაც ის სოხუმში, კაფე „კიკის" ვერანდაზე ყავას სვამდა. ქილერების რაოდენობის შესახებ მონაცემები განსხვავებულია - ერთიდან ორამდე. ასევეა იარაღთან დაკავშირებითაც: ზოგი სანადირო თოფზე საუბრობს, ზოგიც - ვინჩესტერზე. ასევე არაა თავდასხმის გარემოების ერთნაირი აღწერა. ზოგიერთი თვითმხილველი ამბობს, რომ მანქანიდან ისროდნენ, ზოგიერთი კი ამბობს, რომ მკვლელი კაფეში შევიდა და ჯუღელიას ესროლა.

შედეგად, თავსა და მკერდში დაჭრილი მინისტრის მოადგილე სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. აფხაზეთში გამოცხადებულმა „ხელში ჩაგდების" გეგმამ რეზულტატი ვერ მოიტანა.

გარდაცვლილი 1992-1993 წ. საქართველო-აფხაზეთის ომის მონაწილე იყო, დაჯილდოებული იყო „ლეონის ორდენით". მოგვიანებით ჯუღელია ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებას. 2005 წელს ის დაინიშნა მთავარი კრიმინალური მილიციის მინისტრის მოადგილედ. სწორედ მას ევალებოდა აფხაზი სამართლადამცავი ორგანოების მუშაობის ორგანიზება გალის რაიონში და კოდორის ხეობაში. გადრა ამისა, მას „უძღვებოდა" აგენტურის ქსელს რესპუბლიკაში და საქართველოს სასაზღვრო რაიონებში.

აფხაზეთის სამართალდამცველი ორგანოები, მკვლელობის სამ ვერსიას განიხილავენ. პირველის თანახმად, ჯუღელიას „დაუკვეთავდნენ" ნარკოკარტელები, რომლებიც რესპუბლიკაში მოქმედებენ. გენპროკურატურის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის, ჯემალ გოგიას თქმით, ის აქტიურ სამუშაოებს ატარებდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად. ასევე, მის ფუნქციებში შედიოდა ეკონომიკური დანაშაულის გამოაშკარავება და გახსნა.

ამასთან ერთად, გენპროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ მინისტრის მოადგილეს ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტები გაუსწორდნენ. ჯუღელია უშუალოდ ხელმძღვანელობდა, სახელმწიფო და კომერციული ორგანიზაციების ინკასატორებზე თავდასხმის გახმაურებულ ფაქტებზე ოპერატიულ მუშაობას.

„მათ შესაძლოა, მიზნად ჰქონოდათ ხელისუფლების ორგანოების მუშაობის დეზორგანიზება, კრიმინალური ტერორი, საზოგადოების წინაშე მოეხდინათ ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების უსუსურობის დემონსტრირება", - ჯემალ გოგიას ციტირებას ახდენს „როსბალტი".

მესამე ვერსია, როგორც უბრალო ლოგიკა გვკარნახობს, ქართულ კვალს გულისხმობს. იმავე გოგიამ განაცხადა:"მკვლელობა შეიძლება ჩაედინაT უცხოეთის სახელმწიფოს სპეცსამსახურებს, რათა მოეხდინათ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია, ხელი შეეშალათ ხელმძღვანელობისთვის, რომ განეხორციელებინა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებები".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100