RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გლუხოვის მომავალი ბედი – გამოცანა

29.01.2009  |  16:03

4/8/2/1482.jpeg27 იანვარს ქართულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული არმიის უმცროსმა სერჟანტმა ალექსანდრ გლუხოვმა დატოვა სამსახურის ადგილი ახალგორის რაიონში და პრეზიდენტ სააკაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ.

რუსეთისა და საქართველოს მხარეების ამ ფაქტით გამოწვეული პოლემიკა პრესაში ზვავივით იზრდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი: ალექსანდრ გლუხოვი ნაწილიდან სამშაბათის ღამეს გამოიქცა, რადგან ვერ აიტანა სამსახურის პირობები - შიმშილი, ანტისანიტარია, ხელმძღვანელობისგან შეურაცხყოფა. ამიტომაც თავად გადმოკვეთა საზღვარი და ნებაყოფლობით ჩაბარდა ქართველ პოლიციელებს.

ამის დასტურად ქართული ტელევიზიის ყველა არხით ნაჩვენები იყო კადრები: ახალგაზრდა რუსი ჯარისკაცი ენის ბორძიკით ყვება, რომ მის სამხედრო ნაწილში არ არის აბანო, კვებავენ ცუდად, მეთაურებთან ურთიერთობა ვერ აეწყო. ამიტომაც ის პოლიტიკურ თავშესაფრს სთხოვს საქართველოს პრეზიდენტს. უმცროსი ლეიტენანტისგან, როგორც თბილისში თვლიან, სენსაციური განცხადებაც. „ჩვენ სამხრეთ ოსეთში ივნისში ჩამოვედით. ვთხრიდით სანგრებს , ტრანშებს... ახლა ჩვენი შეიარაღება, ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, გრადები დამიზნებულია ქართულ სოფლებზე".

მოსკოვში თვლიან, რომ ყველაფერი ეს - საინფორმაციო პროვოკაციაა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრ დრობიშევსკი: ქართულმა სპეცსამსახურებმა გლუხოვი თბილისში ძალით ჩაიყვანეს. „განცხადება, რომელიც შეეძლო გლუხოვს გაეკეთებინა, გამოთქმული იყო ან ფიზიკური, ან მორალური ზეწოლის ქვეშ".- პოლკოვნიკის ციტირებას ახდენს RIA Novosti.

არც უტიაშვილი დარჩენია ვალში. „რუსი სამხედრო თავისუფალია, როგორც გადაადგილების მხრივ, ისე არჩევანში - დარჩეს საქართველოში თუ ახლავე წავიდეს სამშობლოში, რუსეთში", - მოწინაამდეგეს იგერიებს ის. ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თანმიმდევრულად ყვებიან, რომ რუსი ჯარისკაცი, საბოლოოდ, კარგად გამოიკვება მაკ დონალდსში.

სიტყვა აიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მან განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს დაუბრუნოს რუსულ მხარეს გამოქცეული სერჟანტი, რადგანაც „რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემდეგ მას ციხეში ჩააგდებენ და დეზერტირობისა და მოღალატეობის მუხლით სამუდამო პატიმრობა ემუქრება".

ამ უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ ადგილობრივ ჟურნალისტებს აცნობა, რომ უკვე მიმართა საქართველოში რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, შვეიცარიის ელჩს, რომ ისიც დაინტერესდეს გლუხოვის ბედით. უფრო მეტიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ სამხედრო მოსამსახურის მშობლებს, რომლებიც უდმურტეთში ცხოვრობენ და შესთავაზეს თბილისში ჩამოსვლა, რათა შვილს შეხვდნენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100