RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სომხების დაპატიმრებას პოლიტიკური ვულგარულობა უწოდეს

30.01.2009  |  11:52

4/8/9/1489.jpegახალციხეში სომხური ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი გიორგი მინასიანი 22 იანვარს, ასპინძის რაიონის სამარშრუტო ტაქსიდან აიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ დააპატიმრეს სარქის აკოფჯანიანი, საქველმოქმედო ორგანიზაცია „შარლ აზნავურის" პრეზიდენტი.

იმავე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სააგენტო Regnum-ს აცნობეს, რომ დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან შპიონაჟში და უკანონო შიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებაში. ვისი შპიონები იყვნენ, ვის სასარგებლოდ და ბრალის დამადასტურებელი რა დოკუმენტები არსებობს, ქართული სამართალდამცავი ორგანოები არ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, ესენი არ არიან პირველი საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც დააკავეს ჯავახეთში - რეგიონში, რომლის მოსახლეობის ნახევარიც სომეხია. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გასული წლის ივლისში „ერთიანი ჯავახკის" თავმჯდომარე, ვააგნ ჩახალიანი დააკავეს. ის იარღის შენახვაში და მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დაადანაშაულეს. ამავე ბრალდებებით, პოლიცია შეეცადა, მოძრაობის მეორე ლიდერი - გურგენ შირინიანი დაეკავებინა, მაგრამ ის გაიქცა. ამასთანავე, გაურკვევლ სიტუაციაში დაიღუპა ორი ოპლიციელი.

დეკემბერში შედგა სასამართლო. მალვაში მყოფ შირინიანს სასამართლომ, დიდი ცერემონიების გარეშე, დაუსწრებლად 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჩაახალიანთან გასწორება ცოტა რთული აღმოჩნდა. მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ერთ წერტილზე გაჩერდა. ბოლო ორი სხდომა გადადეს, 20 იანვარს კი ახალი სამოქალაქო დავის შესახებ გახდა ცნობილი. ამჯერად ხულიგნობის მუხლით. გამოირკვა, რომ ახალქალაქის პროკურატურამ ის 2006 წელს მომხდარი მოვლენების საფუძველზე აღძრა. მაშინ, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო „ერთიანი ჯავახკმა" ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები მოაწყო.

ეს ვერც ახლა აიცილეს. 23 იანვარს ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის შენობასთან ახალი საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ არ სჯერათ დაკავებულების მიმართ წაყენებული ბრალის და სომხეთს ჩარევისკენ მოუწოდეს.

„საქართველომ თავისი მორიგი უსინდისო ნაბიჯი გადადგა, - ჯავახეთის სომხების საიტი bagin.info ერთ-ერთი დემონსტრანტის ციტირებას ახდენს. - ჩვენ ბოლოჯერ შევეცდებით დავიჯეროთ ქართულ - სომხური მეგობრობის არსებობა და დაველოდებით სომხეთს და მისი პოლიტიკური ძალების საპასუხო კონტრზომებს. თუმცა, თუკი ისინი გაჩუმდებიან და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან, მაშინ ჯავახკი მათგან უკვე აღარაფერს დაელოდება".

სომხეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების კავშირმა „ერკირი"ეს დაჭერები პროვოკაციად შეაფასა, „რომელთა საშუალებითაც საქართველოს ხელისუფლებას შეგნებულად აქვს მიზნად დასახული, სამცხე-ჯავახეთში სიტუაციის და სომხურ-ქართული ურთიერთობების გამწვავება, - ნათქვამია კავშირის განცხადებაში, რომელიც bagin.info გამოაქვეყნა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100