RSS
на русском en in english
16.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რას იზამ, ევროპის საჭოში ყველაფერი ძველებურადაა

30.01.2009  |  14:40

4/9/4/1494.jpeg28 იანვარს სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციას მიეძღვნა. შედეგად, მიიღეს ახალი რეზოლუცია რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

ახალი რეზოლუციის პროექტი ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღეს (118 ხმა 25-ის წინააღმდეგ). როგორც ოქტომბრის დოკუმენტში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კვლავ უარყოფითად შეაფასა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი და მოუწოდა, რომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და „პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მისი საზღვრების ხელშეუხებლობას".-გადმოსცემს საინფორმაციო სააგენტო Regnum.

გაზეთ VZGLYAD-თან კომენტირებისას, დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინე კოსაჩოვმა განაცხადა:

„თუკი რუსეთი უარყოფს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცნობას, მაშინ დაიწყება ახალი ომი. რადგანაც, საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს სხვა ვარიანტი, გარდა ტეროტორიული მთლიანობის კიდევ ერთი საომარი ოპერაციით აღდგენისა". ამას გარდა, ხაზი გაუსვა მან, ასამბლეის მოთხოვნები ვერ შესრულდება"არასწორი განსაზღვრებების" გამო. რუსეთისა და ევროსაბჭოს დიალოგის ყველა სიძნელე კი დაკავშირებულია იმ არასწორ შეფასებასთან, რომელიც ამ ორგანიზაციამ აგვისტოს მოვლენებს მისცა.

ასამბლეაზე მიღებული ახალი რეზოლუცია შეიცავს საქართველოსადმი მიმართვასაც.მაგრამ ის ძალიან რბილია. ეს, კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარდაჭერისკენ (მედვედევი-სარკოზის გეგმა) და არმიის იმ პოზიციებზე დაბრუნების მოწოდებაა, რომლებსაც ისინი კონფლიქტის დაწყებამდე იკავებდნენ.როგორც ჩანს, სხდომის მონაწილეებმა აღიარეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების სამართლიანობა, რომელმაც ბოლო დროს არაერთხელ ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველო ზრდის არმიის კონტიგენტს სამხრეთ ოსეთის საზღვართან.

და როგორც ლოგიკური გაგრძელება, - საქართველოს სთავაზობენ, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებთან დაძაბულობის ზრდის პროვოცირებას მოახდენს.

ამ ორი რესპუბლიკის მისამართით კი ფორმულირებები შესამჩნევად მკაცრია:"პარალელურად, ასამბლეა მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს პროვოკაციები და თავდასხმები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მხრიდან".

აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ ერთი ხმა დააკლდა „საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების" რეზოლუციაში იმ პუნქტის შეტანას, სადაც საუბარია, მომავალ სესიაზე გადაწყვეტილებების მიღებაში რუსული და ქართული დელეგაციების მონაწილეობის შესაძლო აკრძალვაზე. „ინტერფაქსის" ინფორმაციით, ასეთი ინიციატივით გამოვიდნენ შვედეთის, საქართველოს, ესტონეთის, უკრაინისა და ლიტვის დეპუტატთა ჯგუფი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100