RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ცხინვალში დათბა

03.02.2009  |  09:42

5/1/4/1514.jpegცხინვალის მესამედ ნაწილს უკვენ აღუდგა გაზმომარაგება. ამის შესახებ 30 იანვარს განაცხადა რესპუბლიკური სახელმწიფოებრივი გაერთიანება „ენერგეტიკის" დირექტორმა ალან გაბარაევმა.

„ამ მომენტისათვის,- მის ციტირებას ახდენს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვითი სიტყვისა და ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტი,- გაზმომარაგება ნაწილობრივ აღდგენილია ცხინვალის ჩრდილოეთ, ჩრდილო-დასავლეთ და სახმრეთ-დასავლეთ ნაწილებში."

გაბარაევის თქმით, სპეციალისტები აგრძელებენ გაზის მილების შემოწმებას თითოეულ სახლში, რადგან საქართველოს აგრესიის შემდეგ მათი დაზიანების მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა. „მიუხედავად ამისა დაზიანებები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრება. მილები ჰუმანიტარული დახმარებით მივიღეთ, ამიტომაც მატერიალის ნაკლებობას არ განვიცდით",- განაცხადა მან.

ამგვარად, რესპუბლიკის დედაქალაქის სულ უფრო მეტ მაცხოვრებელს ზამთრის პირობებში ეძლევა, ნორმალური არსებობის საშუალება. საშუალება, რომელიც მათ აგვისტოს შემდეგ საქართველოს მიერ გაზმომარაგების შეწყვეტის გამო, ამ დრომდე არ ჰქონდათ.

გაზის მიწოდება განაახლეს 25 იანვარს, ამ დღეს საწვავი მიეწოდა ცხინვაის გაზგანაწილებელ სადგურს. იმ დღეს ირაკლი ნიკოლაიშვილმა, კომპანია „იტერა-საქართველოს" გენერალური დირექტორის მოადგილემ, პირობა დადო:

„იანვრის ბოლომდე რესპუბლიკაში შევა ნახევარი მილიონი კუბომეტრი გაზი. თებერვალში კი, ეს რაოდენობა საჭიროების შესაბამისად სამ-ოთხჯერ გაიზრდება".

ონკანი ნამდვილად ღია იყო, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა - გაზსადენის ქართულ ნაწილში ავარიის გამო, სამხრეთ ოსეთს გაზით მომარაგება კვლავ შეუწყდა. რესპუბლიკაში ეჭვი ისევ მეზობლებში შეიტანეს, თუმცა საღამომდე პრობლემა მოგვარდა: გაუმართაობა გამოასწორეს და გაზიც მილსადენში კვლავ გაუშვეს.

თუმცა, მომხმარებლმა ბუნებრივი აირი მაშინათვე ვერ მიიღო. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ მაგისტრალის ამდენ ხნიანი გაჩერების შემდეგ გაზი უმალ აღმოჩნდებოდა მოქალაქეთა სახლებში. მართალია მილების შემოწმება უმალ დაიწყეს, მაგრამ ომით მიყენებული ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ - სოციალური მნიშვნელობის მქონე, პირველადი ობიექტების ძირითად ნაწილს ( პურის საცხობები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ. ) - მხოლოდ 3 დღის შემდეგ აღუდგა გაზით მომარაგება. რის შესახებაც, საუბრობდა 27 იანვარს პრეზიდენტის რწმუნებული ადამიანთა უფლებების საკითხებში დავით სანაკოევი: „ჯერჯერობით მილებზე ტექნიკური სამუშაოები ტარდება, ამიტომაც გაზი არ მიეწოდებათ მომხმარებლებს".

ახლა კი, გაგიმეორებთ, რომ სითბოში უკვე ქალაქის მესამედი ცხოვრობს. ან... ჯერ მესამედი. ამიტომაცაა, რომ გაზგამანაწილებელი სადგური მინიმალური სიმძლავრით მუშაობს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100