RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

უმჯობესია წინასწარ დაიზღვიო თავი სასაზღვრო ინციდენტისგან, ვიდრე...

03.02.2009  |  09:57

5/1/6/1516.jpeg28 იანვარს ევროკავშირის მისიამ გამოაქვეყნა ორი დღით ადრე საქართველოსთან ხელმოწერილი მემორანდუმი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ტერიტორიებთან, შეზღუდული შეიარაღებული ზონების შექმნის შესახებ. ამის შესახებ მისიის ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი.

„ინტერფაქსისი" ინფორმაციით, ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, საქართველო დათანხმდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან 15 კილომეტრის მანძილზე არ განალაგოს სამხედრო ფორმირებები, რომლის შემადგენლობაც ერთი ბატალიონის რაოდენობას აღემატება. ასევე, არა უმეტეს 120 მმ-იანი კალიბრის მქონე შეიარაღება და კიდევ არაუმეტეს ხუთი საბრძოლო სისტემისა ან ჯავშანტექნიკისა, რომლის შეიარაღება 60-დან 119 მმ-იან კალიბრამდე იქნება.

„ეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვის გარკვეულ საშუალებას აძლევს. - მოჰყავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კლაივა ტროტტის სიტყვები Civil.ge-ს, - მაგრამ ასეთი მოცულობის შეიარაღება, ალბათ თავდასხმის საშუალებას არ იძლევა.".

რით არის უფრო მეტად კმაყოფილი მეორე მხარე? ამაზე საუბარია საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სააგენტო «GHN»: -მა გამოაქვეყნა: „ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მხრიდან კეთილი ნების კიდევ ერთი გამოხატულებაა და ნიშანია მზადყოფნისა, რომ შესრულდეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვს პუნქტიანი შეთანხმება" (მედვედევ-სარკოზის გეგმა. - ა.გ.).

ამგვარად, ევროკავშირის მისიამ საკუთარ თავზე აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა, რომ გამოირიცხება საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია. ამასთან ერთად, 27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი გააკონტროლებს ქართული საჯარისო კონტინგენტის გადაადგილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამის შესახებ გვატყობინებს „ინტერფაქსი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. ამ უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით შესაბამის დოკუმენტზე, რომელიც ასევე მემორანდუმშია ჩართული, ხელი მოაწერეს ხელმძღვანელმა დავით სიხარულიძემ და ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა ჰაინს იორგ ხაბერმა.

გერმანელი ექსპერტი კმაყოფილი დარჩა სიხარულიძესთან შეხვედრის შედეგებით და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ამ ნაბიჯის გადადგმა იოლი არ ყოფილა, რადგან „მას მოუხდა ასეთი დოკუმენტის სამხედრო ღირებულებების, დიპლომატიურთან შერწყმა". ხაბერმა მემორანდუმის ხელმოწერა შეაფასა, როგორც „საქართველოს გაბედული და ცალმხრივი ნაბიჯი", რომელიც მაგალითი უნდა გახდეს რუსეთისათვის და მოუწოდა ოფიციალურ მოსკოვს, ანალოგიური შეთანხმება გააფორმოს ევროკავშირთან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100