RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

უკრაინელმა დეპუტატმა ყველასთვის ცნობილი საიდუმლოებები გაახმაურა

03.02.2009  |  14:47

5/2/3/1523.jpegუკრაინის უშიშროების სამსახურმა, პარლამენტის საქართველოსთვის უკრაინული იარაღის მიწოდების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს ვალერი კონოვალიუკს, სახელმწიფო საიდულმოების შესახებ კანონის დარღვევაში დასდო ბრალი.

როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურში თვლიან, დეპუტატის მოქმედებაში გამოვლენილია "სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში საიდუმლოების რეჟიმის უზრუნველყოფის წესების" დარღვევის ნიშნები, უშიშროების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება ITAR-TASS . გახმაურებულმა საიდუმლო მასალებმა კი ზიანი მიაყენა "ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს". ამასთან დაკავშირებით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა 25 იანვარს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმი შეადგინა და საქმე სასამართლოში გადაგზავნა.

დეკემბრის შუა რიცხვებში კონოვალიუკის კომისიამ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მონაცემებით, პრეზიდენტმა იუშჩენკომ მის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის უშიშროების სამსახურის მეშვეობით იარაღის მიწოდებების მონოპოლიზება მოახდინა.

ოფიციალური კიევი ამტკიცებს, რომ იარაღის მიწოდება კანონიერი იყო და უარყოფს კონოვალიუკის კიდევ ორ ბრალდებას. პირველი - საქართველო იღებდა მას დემპინგურ ფასებში და მეორე - უკრაინის ბიუჯეტამდე, თითქოსდა, მხოლოდ მოგების მეათედმა მიაღწია, დანარჩენი კი ვიღაცეების ჯიბეებში ჩარჩა.

უკრაინის უშიშროების სამსახური უკვე დიდი ხანია ადანაშაულებდა დეპუტატს სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებაში. თუმცა მისი განცხადებები არ შეიცავდა არანაირ საიდუმლოებას. მაგალითად, მოსკოვში, უმაღლეს რადაზე არანაკლებ კარგად იცოდნენ, რა და როდის მიჰყიდა უკრაინამ საქართველოს. მხოლოდ ერთი უბრალო მიზეზის გამო: ამ იარაღის ლომის წილი რუსეთის სამხედრო საწყობებში ნაალაფარის სახით მოხვდა.

შეგახსენებთ, 15 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა გამოსცა ბრძანება, საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის აკრძალვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ეკონომიკურ სანქციებს იმ ქვეყნებისთვის, ვინც ამას გააკეთებდა. ამის პასუხად უკრაინა ჯიუტად იმეორებდა, რომ არ დაურღვევია არანაირი საერთაშორისო წესები და მეტიც, თუ საქართველო კვლავ მიმართავს მას ამ მიზნით, მისი ეს თხოვნა დაუყოვნებლივ იქნება განხილული.

რაც შეეხება მედვედევის ზემოთნახსენები დოკუმენტის სწრაფ და საკმაოდ რეალურ უგულვებელყოფას, სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი მარკოვი აცხადებს:

"საქართველოს იარაღის ნაწილს აწვდიდა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომიტეტი, რომლის არსებობაც სრულადაა დამოკიდებული რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებზე, - ციტირებას ახდენს news.liga.net. - დიდი ხნის წინ უნდა წაგვეყენებინა ულტიმატუმი: ან მონაწილეობთ სააკაშვილის არმიის ფინანსირებასა და ხელშეწყობაში, ან თანამშრომლობთ რუსეთთან".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100