RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთის ცის რუსული ზედამხედველობა

03.02.2009  |  14:50

5/2/4/1524.jpegსამხედრო-საჰაერო ძალების ბაზებისთვის რუსეთის გენშტაბს გუდაუთასთან ახლოს - ბომბორას ტერიტორია მოსწონს. საბჭოთა დროს იქ საპარაშუტო-სადესანტო ლეგიონის ბაზა იყო. ახლა ამ ადგილას დაახლოებით 20-მდე თვითმფრინავის განლაგება იგეგმება: გამანადგურებელი სუ-27, მოიერიშე სუ-25, და რამდენიმე სატრანსპორტო ან-26.

"რუსული ავიადაჯგუფების ბომბორას აეროდრომზე განთავსების საკითხი, - ატყობინებს ინტერფაქსს სამხედრო-დიპლომატიური წყარო მოსკოვიდან, - აფხაზეთის მხარესთან, ოჩამჩირეში შავი ზღვის ფლოტის ხომალდების საბაზო პუნქტის გახსანასთან პარალელურად განიხილება".

და ასეთი დაწვრილებითი ინფორმაცია მოჰყავთ.

ეს სამხედრო აეროდრომი ერთ-ერთი უმსხვილესია ამიერკავკასიაში. იქ რუსეთის სამხედრო-საჰაერო დაჯგუფების განთავსებას რაიმე სერიოზული დამატებითი ხარჯი არ დასჭირდება, რადგან ყველა აუცილებელი სახმელეთო ინფრასტრუქტურა იქ არსებობს.

ოთხკილომეტრიანი ასაფრენ-დასაშვები ბილიკის წყალობით ბომბორას შეუძლია მიიღოს ყველა ტიპის საბრძოლო და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი. ამასთან ეს ბილიკი თითქმის ზღვის სანაპირომდე მოდის, რაც საშუალებას აძლევს ტექნიკას, აფრენის შემდეგ დაბალი სიმაღლე შეინარჩუნოს და მოწინააღმდეგის რადარებისთვის პრაქტიკულად შეუმჩნევლები დარჩეს.

კონსულტაციების მიმდინარეობის ფაქტი გაზეთ "Vedomosti"-ს დაუდასტურა საკუთარმა წყარომ, აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც. "აფხაზეთის ხელისუფლება მხარს უჭერს ამ იდეას, - განაცხადა მან. - თავის დროზე ეს იყო ეფექტური სამხედრო აეროდრომი და ბუნებრივია, მიზანშეწონილი იქნებოდა მისი დღეს გამოყენებაც".

სხვათა შორის, ასეთი მიზანშეწონილობა დადასტურებული იყო აგვისტოს ომის დროსაც. აეროდრომი იღებდა სატრანსპორტო თვითმფრინავებს მედესანტეებით, რომლებიც შემდეგ ქართული არმიის ნარჩენების განიარაღებას ახდენდნენ. იქიდანვე იგზავნებოდა რუსეთში სამხედრო ნადავლი.

აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაკან ნანბამ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა, რომ რესპუბლიკა მზადაა, გამოყენებისთვის გადასცეს ბომბორას აეროდრომი რუსეთს. თბილისი ამას შეშფოთებით გამოეხმაურა: არც ისინი და არც მოკავშირეების საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედროების ყოფნას არ მოითმენენ და შეეცდებიან ამისთვის "საერთაშორისო ბერკეტები" აამუშაონ.

"საავიაციო ბაზების შექმნასთან დაკავშირებით შემიძლია კვლავ გავიმეორო ის, რაც რამდენიმე დღის წინ საზღვაო ბაზების შესახებ ვთქვი: უკეთესი იქნება, თუ ამ თანხებს რუსეთის შიდა მოხმარებისთვის გამოიყენებენ, რადგანაც ეს ბაზა, და ყველა სხვაც, დროთა განმავლობაში ლიკვიდირებული იქნება".- განუცხადა"ნეზავისიმაია გაზეტას" სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმა.

დასავლეთიც ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100