RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოთხი წლის წინ გარდაიცვალა ზურაბ ჟვანია...

03.02.2009  |  15:38

5/2/5/1525.jpegდღეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებდან ოთხი წელი გავიდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს მთავრობის პირველი დეპუტატისა. ეს ტრაგიკული სიკვდილი, რომლის გამომწვევადაც ტელევიზიები ბუნებრივი აირით მოწამვლას ასახელებდნენ, დღემდე ბევრი ჭორისა და მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა.

გამოძიება ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შესახებ ჯერჯერობით გახსნილია, თუმცა განაცხადეს, რომ ქართველი ექსპერტების დასკვნა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე დაემთხვა ამერიკელი ექსპერტების აზრს.

იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანია გაზით მოწამვლით გარდაიცვალა, განაცხადა მაშინდელმა და ახლანდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. მან ასევე განაცხადა რომ პრემიერთან ერთად საბურთლოს ქუჩაზე მდებარე ბინაში იმყოფებოდა მმართველი პარტიის ახალგაზრდა აქტივისტი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე 25 წლის რაულ უსუპოვი. ისიც, როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, მხუთავი აირით გარდაიცვალა, რომელიც გაზის გამათბობლის გაუმართაობის გამო დაგროვდა ოთახში.

ამ განმარტებებმა საქართველოს მოქალაქეები შოკში ჩააგდო. ყველა სვამდა კითხვას:როგორ მოხდა ასეთი რამ? ნუთუ პრემიერ არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ნორმალური, უსაფრთხო გაზის გამათბობელი დაეყენებინა ბინაში? რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

კითხვები კიდვე იმიტომაც გაჩნდა, რომ ჟვანიას ბოლო ხანებში უთანხმოება ჰქონდა პრეზიდენტი სააკაშვილის გუნდთან.

პრემიერის სიკვდილიდან 2 წლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთი სიახლე მიაწოდა. მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ ჟვანია მოკლეს, მაგრამ აღნიშნა, რომ ის იმ ბინაში არგარდაცვლილა, რომელიც ტელევიზორში აჩვენეს. მან კატეგორიულად და უხეშად განაცხადა: „მისი გვამი იმ ბინაში მიიტანეს".

ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შესახებ სტუდია „რეპორტერმა" დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც უამრავ კითხვას ბადებს, მაგრამ პასუხებს არ იძლევა.

ბევრი რამ ახლაც გამოუცნობია ექს-პრემიერის ოჯახისთვის. როგორც მისმა ქვრივმა ნინო ქადაგიძემ განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის" გადაცემაში „პრეს ექსპრესი", დღემდე არ არის გასაგები,როგორ დაგროვდა მხუთავი აირი სახლში, სადაც ფანჯრები მჭიდროდ არ იკეტება. ამას გარდა, გარკვეული წყაროებიდან მისთვის ცნობიი გახდა, რომ იმ ავბედით ბინაში თავდაპირველად არ იყო არც სიგარეტის ნამწვები, არც ფერფლი, არც სხვა საქმეში შეტანილი რაიმე ნივთ მტკიცება -ეს ყველაფერი მოგვიანებით „მოეწყო".

ნინო ქადაგიძემ განაცხადა კიდევ ერთი მანამდე უცნობი ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს ზურაბ ჟვანია ოჯახთან ერთად აპირებდა საქართველოდან წასვლას.

ქვრივის თქმით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე „ ზურაბს ურეკავდნენ და აფრთხილებდნენ, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100