RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გაეროს განახლებული მისიისკენ სავალი გზა ეკლიანია

04.02.2009  |  10:30

5/3/1/1531.jpegგაეროში რუსეთის დელეგაციამ მზადყოფნა გამოთქვა ქართველ კოლეგებთან ერთად ორგანიზაციის მანდატის აფხაზეთსა და ოსეთში გაგრძელების განხილვაზე. ამის შესახებ 2 თებერვალს გაეროს შტაბ-ბინას ნიუ იორკში შეატყობინა რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა.

„თუკი ქართველ დიპლომატებს, - ჩურკინის ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო,- აქ, ნიუ იორკში, შეხვედრა მოუნდებათ, ჩვენ მათ არ დავემალებით".

გაეროს დამკვირვებლები საქართველოსა და აფხაზეთში მუშაობდნენ 1994 წლიდან, მოსკოვის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. ბოლო დრომდე მათი მანდატი ავტომატურად ნახევარ-ნახევარი წლით ხანგრძლივდებოდა. თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთმა და ნიკარაგუამ ცნეს აფხაზეთის დმაოუკიდებლობა, მანდატის შეცვლის საკითხი აქტუალური გახდა, ეს ცვლილება კი მისი სახელიდან დაიწყო ( თითქმის 15 წლის განმავლობაში მას ერქვა „გაეროს მისია საქართველოში" და სოხუმსაც მოიცავდა).

აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო ექსპერტების თავიანთ ტერიტორიაზე ყოფნით ორივე მხარე არის დაინტერესებული - საქართველოც და აფხაზეთიც. ჯერ კიდევ დეკემბერში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი სერგეი შამბა საუბრობდა „კომპრომისზე, რომლის პოვნაც ყოველთვის არის შესაძლებელი - მთავარია სურვილი იყოს".

21 იანვარს კი გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში იოჰან ვერბკემ, სოხუმში პრეზიდნეტ სერგეი ბაღაბშთან შეხვედრის შემდეგ, აღნიშნა:

„ჩვენ ურთიერთგაგებას მივაღწიეთ, რომ არის საკმარისი არე კონკრეტული არსებითი სამუშაოების ჩასატარებლად, რომლებიც მიმართული იქნება გაეროს მისიის გაგრძელებისკენ აფხაზეთში, ეს ყველაფერი კი რესპუბლიკის მმართველების გარეშე არ მოხდება".

ქართულმა მხარემ კი 31 იანვარს ოფიციალურ წერილში თხოვნით მიმართა გაეროს, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველეყო დამკვირვებელთა შესვლა არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ სამხრეთ ოსეთშიც. „დაუყოვნებლივ" შესრულების მოთხოვნა კი ბოლო სასაზღვრო ინციდენტით ახსნეს ( ქართველი პოლიციელის მკვლელობა სოფელ კნოველში).

„უსაფრთხოების მყარი გარანტიების შექმნისა და ტერორისტული აქტების შეწყვეტისთვის საერთაშორისო დამკვირვებლებს სასწრაფოდ ესაჭირეობათ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის უფლება. ასევე აუცილებელია ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობოებიდა და პოლიტიკური მისიების განთავსება"- წერილის ტექსტი მოჰყავს «Gazeta.ru»-ს.

რუსული მხარის მიერ გამოთქმული მზადყოფნა, საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებების წარმოებაზე, სავსებით ცხადია, რომ ზემოთ ნახსენები წერილით არის განპირობებული. ჩვენ იმის მომხრეებიც ვართ, რომ წერტილი დაესვას არა მხოლოს ინციდენტებს, არამედ მათ თანმდევ ურთიერთბრალდებებს. თუმცა ეს ყველაფერი ახალი რეალისების გათვალისწინებით. უნდა იყოს გათალისწინებული დამკვირვებელთა მისიის ფორმატის შეცვლის აუცილებლობა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100