RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რაში სჭირდება საქართველოს ოსი ტყვეები?

04.02.2009  |  16:47

5/3/6/1536.jpegსაქართველო კვლავ უკანონოდ აგრძელებს სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეების ტყვეობას, რომლებიც გასული წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით მოიტაცეს. ამის შესახებ 27 იანვარს განაცხადა მოსკოვში რესპუბლიკის წარმომადგენელმა ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში, დავით სანაკოევმა.

"ინტერფაქსში" პრესკონფერენციაზე სანაკოევმა აღნიშნა, რომ ოთხი მოქალაქე აგვისტოში სამხედრო მოქმედებების დროს აიყვანეს ტყვედ, დანარჩენი 11 კი უკვე კონფლიქტის შემდეგ. მან შეშფოთება გამოთქვა ამ მშვიდობიანი მოქალაქეების ბედის გამო და ხაზი გაუსვა: "ჩვენ ვრჩებით ღია მომავალი მოლაპარაკებებისთვისაც".

ასე რომ, ამ მოლაპარაკებების ისტორიაში, რომელთა შორის პაუზაც უკვე 2 თვეზე მეტია გრძელდება, წინსვლა ჯერჯერობით არაა.

უკანასკნელად ოფიციალური თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში 16 ნოემბერს შეხვდნენ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ქართულ მხარეს იმ 10 ქართველი სამხედროს ცხედარი გადასცეს, რომლებიც აგვისტოში რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიღუპნენ. თავად სანაკოევმა ეს შეაფასა, როგორც "კეთილი ნების აქტი". ქართულმა მხარემ მაშინ გაათავისუფლა 8 ოსი ტყვე. იმავე შეხვედრაზე განიხილებოდა სამხრეთ ოსეთის იმ 15 მოქალაქის დაბრუნებაც, რომლებზეც ზემოთ იყო ლაპარაკი. სხვათა შორის, როსბალტის ინფორმაციით, ისინი მოიტაცეს ქართულმა სპეცსამსახურებმა. როგორც სანაკოევმა თქვა, მოლაპარაკებები მათი ბედის შესახებ, ჩიხში შევიდა.

რატომ?

მოვუსმინოთ, რას ამბობდა სანაკოევი ნოემბრის მოლაპარაკებებამდე.

"საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების არაკონტროლირებადი, ხშირად პროვოკაციული მოქმედებები, - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო ოსინფორმმა, - რომლებიც არღვევენ კონფლიქტის ზონის რეჟიმს, სულ უფრო შემაშფოთებელ ხასიათს იღებს და სავარაუდოა, რომ გამოიწვევს ახალ გართულებებს, ისედაც უკიდურესად დაძაბულ ქართულ-ოსურ ურთიერთობებში".

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოსთვის მომგებიანია, მხარი დაუჭიროს დაძაბულობას საზღვარზე. მითუმეტეს, საერთაშორისო დამკვირვებლების ტრადიციული ინერტულობის ფონზე, რომლებიც მონიტორინგის მისიას ახორციელებენ რეგიონში. აი, როგორ აფასებს ამას "კავკაზსკი უზელთან" ინტერვიუში, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საქმეებში, ბორის ჩოჩიევი:

"ხალხის მოტაცება დაკავშირებულია იმასთან, რომ ევროკავშირის მიერ არ იყო შემუშავებული პატრულირების კონკრეტული გეგმა. ის რუსი მშვიდობისმყოფელები კი, რომლებსაც "სარკოზი - მედვედევის გეგმის" მიხედვით მშვიდობიანი მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეეძლოთ, რეგიონში უკვე აღარ არიან".ამის დასადასტურებლად, ასეთი ფაქტი მოჰყავს: აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ადამიანთა მოტაცების ყველა ფაქტი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანასთან ერთად დაიწყო.

მართლაც, ევროპა ჯერჯერობით მხოლოდ აკვირდება და კონსტატაციას აკეთებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100