RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ნიკა გილაური უმუშევრობას არ დაინდობს

05.02.2009  |  09:45

5/4/3/1543.jpegნიკა გილაურმა, რომლის კანდიდატურაც პრეზიდენტმა პრემიერის პოსტზე წარადგინა, განუცხადა ჟურნალისტებს 2 თებერვალს, პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდეგ, რომ მისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უმუშევრობასთან ბრძოლა იქნება.

ამასთანავე გილაურმა აღნიშნა: ახლახან გაშვებული პროგრამის აღსრულება „საქართველო სიღარიბის გარეშე" გაგრძელდება, თუმცა მცირედი შესწორებებით, რომლებიც გამოწვეულია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით.

„პირადად მე არ მექნება არც ათი, არც ხუთი და არც ორი პრიორიტეტი, მე მხოლოდ ერთი პრიორიტეტი მექნება - უმუშევრობასთან ბრძოლა, სამუშაო ადგილების შექმნა და შენარჩუნება",- მომავალი პრემიერის ციტირებას ახდენს day.az.

გაეროს გამოკვლევამ „მსოფლიოს აკონომიკური სიტუაცია და წინსვლა - 2009" საქართველოსთვის არასახარბიელო შედეგი გამოიღო. აქ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის უმუშევრობის ყველაზე მაღალი, 13.3 პროცენტი დაფიქსირდა.

მოკლედ, საქართველო პოსტსაბჭოთა დროის განმავლობაში ყველაზე მეტადა სახელგანთქმული უსაქმურობით. სააკაშვილი გამუდმებით იძლევა უმუშევრობისა და სხვა სოციალური პრობლემების „უმოკლეს ვადაში" მოსპობის პირობას. სიტუაცია კი, პირიქით, ხშირად კურიოზებამდე მიდის. მაგალითად, გონებრივად აშლილებს შესთავაზეს თავად გამოემუშავებინათ ცხოვრებისთვის. ლონდონში 2006 წლის მარტში მზადდებოდა (უცნოია შედგა თუ არა, მაგრამ აპირებდნენ) თბილისის ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების ნამუშევრების გამოფენა. რათა მიეზიდათ სპონსორები ამ და მსგავსი საავადმყოფოებისთვის საქართველოში. საინტერესოა სააკაშვილის აღიარება, რომელიც მან გასული წლის დასაწყისში გააკეთა, ვადამდელი არჩევნების წინა ღამეს. ანუ მისი მართვიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. შეიძლება, პრეზიდენტს ამისკენ 2007 წლის ნოემბრის მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა უბიძგა. მან უმუშევრობას ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა უწოდა. ძველი წარუმატებლობები კი ცუდ მინისტრებს მიაწერა.

„თუკი მე,- თქვა სააკაშვილმა,- გარშემო 2004 წელს მყავდა ხალხი, რომლებიც ჩემთან იდგნენ „ვარდების რევოლუციის" დროს, ახლა ეს იქნება პროფესიონალური გუნდი, დაკომლექტებული ადამიანებით, რომლებმაც იციან საქმის კეთება. ჩემი ახალი მთავრობა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ დაძლიოს სიღარიბე, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და მაქსიმალურად შეამციროს უმუშევრობა".

2009 წლიდან დაიწყო ახალი საპრეზიდენტო პროგრამა „საქართველო სიღარიბის გარეშე". დაგეგმილია 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა უცხოური ინვესტიციების დახმარებით. 2012 წლისთვის ვარაუდობენ უმუშევრობის მოსპობას. მალე მოსალოდნელ დემოკრატიულ აყვავებას ქვეყნის მეთაური აღფრთოვანებული აღწერდა TBC ბანკის აჭარაში ბათუმის ფილიალის გახსნისას. ფერებიც არ დაიშურა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100