RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო გადაუხდის გასამართლებულ ჟურნალისტებს

05.02.2009  |  09:53

5/4/6/1546.jpegთბილის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაყხდის 26 000 ევროზე მეტს დამოუკიდებელი ტელეკომპანია 202-ის ყოფილ ხელმძღვანელებს - შალვა რამიშვილს და დავით კოხრეიძეს. 2005 წელს ისინი დააპატიმრეს და გაასამართლეს პარლამენტის დეპუტატი კობა ბექაურისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით. მათ შეუფარდეს ოთხი და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

სტრასბურგმა არ მოხსნა ბრალდება ჟურნალისტებს, მაგრამ გაასამართლა საპროცესო კანონმდებლობა და ადამიანების უფლებების ევროპის კონვენცია.

ტელევიზიის ერთ-ერთმა დამაარსებელმა შალვა რამიშვილმა არ აღიარა თავისი ბრალი და ახლაც დაპატიმრებულია. ის ტელეეთერში მამხილებელი სიუჟეტის დაბლოკვისთვის 100 00 დოლარის აღების საქმეს შეთითხნილს უწოდებს. მისმა კოლეგამ - იმავე არხის დირექტორმა დავით კოხრეიძემ- ამჯობინა მონანიება და 2007 წელს შეწყალება მიიღო.

რამიშვილი არ უარყოფდა, რომ აიღო ფული დეპუტატისგან - კინოკომპრომატის გმირისგან, თან ამას ვიდეოთი იღებდა. მისი თქმით,- იმისთვის, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების სახის დემოსტრირება მოეხდინა, წერს „კავკასიური კვანძი".

ტელეკომპანია 202-ის ჟურნალისტებისთვის ქრთამის მიცემაში ბრალდებული კობა ბექაური, „ერთიანი ეროვნული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სამი წლის წინ გადადგა თანამდებობიდან. დოკუმენტური ფილმის სიუჟეტის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში უნდა გასულიყო, ეროვნული რჩეული პარლამენტში მუშაობის პარალელურად კომერციული საქმიანობითაც იყო დაკავებული, რაც ქართული „კონფლიქტებისა და ინტერესების შესახებ" კანონის მიხედვით აკრძალულია. ბიზნესი მან ცოლის სახელზე გააფორმა.

2005 წლის აგვისტოს ბოლოს კობა ბექაურმა შსს-ს მიმართა განცხადებით ქართველი ჟურნალისტების მხრიდან შანტაჟის თაობაზე, ისინი მისგან ფულს ითხოვდნენ, იმისთვის რომ ფილმი არ მოხვედრილიყო ეთერში. ფულის გადაცემა ვიდეოთი დაფიქსირდა. რამიშვილმა, როგორც კადრებში ჩანს, 30 000 დოლარი მიიღო და კიდევ 70 000-ის მოტანა მოითხოვა.

რამიშვილისა და კოხრეიძის დაპატიმრების შემდეგ დეპუტატმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში, როგორც შეგვატყობინა Civil Georgia, უარყო მის წინააღმდეგ კომპრომატების არსებობა და განაცხადა, რომ მან შსს-ს „ქართულ მასმედიაში კორუფციის გამოაშკარავების მიზნით" მიმართა.

ბექაურის საქმიანობა საპარლამენტო კომისიამ გამოიკვლია, რომელმაც არ დაადასტურა ფილმის ავტორების დასკვნები - დამოუკიდებელი სტუდიისა „რეპორტიორი". თუმცა, სასამართლოსთვის რატომღაც არ მიუმართვას დეპუტატს ღირსების შელახვის სარჩელით.

აი ტელეკომპანია 202-მა კი მალევე შეწყვიტა არსებობა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „თავისუფალი მასმედიის შევიწროებაზე" ალაპარაკდნენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100