RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ორმაგი დანიშნულების სამხედრო-სოხუმის გზა

06.02.2009  |  10:01

5/6/0/1560.jpegყარაჩაი-ჩერქეზეთში დაიწყო აფხაზეთში ტრანსკავკასიის გზით პირდაპირი საავტომობილო გზის აღდგენის პროექტის დამუშავება.

„ჩვენ მივიღეთ მთავრობის (რუსეთის) პოლიტიკური მხარდაჭერა სამხედრო-სოხუმის გზის აღდგენაზე, ჩერქეზეთიდან სოხუმში პირდაპირი ჩასვლის უზრუნველსაყოფად,"- განაცხადა ჩერქეზეთის ვიცე-პრემიერმა ისმაილ ალიევმა. მისი თქმით, პროექტის რეალიზაცია მთელ დასავლეთ კავკასიას „უზარმაზარ სამთო-საზღვაო კურორტად" გადაქცევის საშუალებას მისცემს.

აფხაზეთის ხელისუფლებაც, როგორც ამტკიცებენ ჩერქეზეთის რესპუბლიკაში, ასევე მხარს უჭეს რუსეთისკენ მეორე გზის აღდგენას. ახლა ორ ქვეყანას მხოლოს სოჭა-სოხუმის სანაპირო გზატკეცილი აკავშირებს.

მკაცრი უკმაყოფილება გამოთქვა აფხაზეთის დევნილი მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა კოტე კუჭუხიძემ. მან დაიჟინა, რომ ამ გზის აღდგენის გადაწყვეტილების უკან რუსეთის დიდი ინტერესები იმალება. თურმე, სამხედრო-სოხუმის 1946 წლის ტრაქტი არ გამოიყენება როგორც საავტომობილო გზა და სუფთა ეკონომიკური თვალთახედვით ის სრულიად უსარგებლოა.

„ამ გზის აღდგენა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული,- შეატყობინა კუჭუხიძემ სააგენტო GHN-ს,- მაშინ როდესაც რუსეთს საკუთარი გზების აღდგენა არ შეუძლია, ის გამოდის კავკასიის ქედის გავლით სამხედრო-სოხუმის გზის აღდგენის ინიციატივით".

ეს იმას ნიშნავს, დარწმუნებულია მინისტრი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის კიდევ ერთ ოკუპაციას ამზადებს.

საერთოდ, სამხედრო-სოხუმის ტრაქტი სტრატეგიული მიზნებისთვისაც არის საჭირო. სხვათა შორის, ანალოგიური სიტუაციაა სამხრეთ ოსეთთანაც. იქ იგეგმება მამისონის ხეობის გავლით სათადარიგო გზის აგება. ამის დაწყება ფაქტიურად ნულიდან მოუწევთ.

ანუ, სამხედრო თვალთახედვით, ოსეთში და აფხაზეთში მხოლოდ თითო-თითო რუსეთთან დამაკავშირებელი გზის არსებობა გარკვეულ საფრთხესთან არის დაკავშირებული. საკმარისია გავიხსენოთ რუსეთის სამხედრო ტექნიკით გამოწვეული მარავალკილომეტრიანი საცობი, რომელიც აგვისტოს ომის დასაწყისში როკის გვირაბთან გაკეთდა. რუსეთი ვერ უგულვებელყოფს რესპუბლიკების ინტერესებს, თუკი მათ საფრთხე დამუქრება.

სხვათა შორის, პროექტი კიდევ ერთი სარგებლით არის განპირობებული. საქმე ისაა, რომ მამისონის ხეობისგან განსხვავებით სამხედრო-სოხუმის გზას კიდევ ეთი პლიუსი აქვს. ძველად ის ცნობილი იყო როგორც „თურქული ბილიკი". ეს იყო ძირითადი საქარავნე გზა, რომელიც კოლხეთს აკავშირებდა კასპიის ზღვასთან. მისი შემოგარენი სავსეა ხუროთმოძღვრბის ძეგლებით. თუკი საავტომობილო გზატკეცილის დატვირთვით სამხედრო-სოხუმის ტრაქტი დიდი ხანია არ ფუნქციონირებს, როგორც ტურისრული მარშრუტი ის ბოლო დრომდე საკმაოდ პოპულარული იყო. სანამ აფხაზეთში 1992-93 წლების ომი არ დაიწყო.

ეს ტრასა კოდორის ხეიობის რაიონში ფრონტის ხაზმა გადაკვეთა, რომელიც გასული წლის აგვისტომდე არსებობდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100