RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რა უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში შესასვლელად?

06.02.2009  |  10:02

5/6/1/1561.jpegბრიუსელში 4 თებერვალს ტარდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. განიხილება მათი თანამსრომლობის პროგრამის შესრულება...

ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. მის გარდა ბელგიის დედაქალაქში გაფრინდნენ თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე.

„როსბალტის" ინფორმაციით, საქართველო ნატოს ინტეგრაციის ეროვნული პროგრამის რეალიზაციის ყოველწლიური განხილვასთან ერთად, მხარეები ყურადღებას დაუთმობენ რუსული სამხედრო ბაზების განთავსებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ძალიან ცოტას ეპარება ეჭვი, რომ მოლაპარაკების მონაწილეები მოითხოვენ რუსეთისგან „კონფლიქტური ზონების დატოვებას".

ახლა საქართველოში პირველ რიგში ამაზე არ უნდა ფიქრობდნენ. თუმცა, როგორც ნათქვამია, „საჭიროა თავის მიხედვა და არა სხვების". ანუ იმისკენ სწრაფვა, ნატოს წევრობის გულისთვის, რომ შეასრულონ ამისთვის პირობები, დაწყებული რეფორმებით - დემოკრატიულიდან დაწყებული, ეკონომიკურით დამთავრებული. თუმცა, ამის შესახებ საკმაოდ ბევრი იწერება, საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების ამტკიცებენ,- რომ დემოკრატიის და ეკონომიკის სიტუაცია საქართველოში სატირალია. პრიორიტეტი ამ ბოლო თვეებში აშკარად საგარეო პოლიტიკას ენიჭება. თბილისს, პირველ რიგში, უნდა ძლიერი ალიანსის მხარდაჭერის მოპოვება, იმ საკამათო საკითხებში, რომლებიც აგვისტოს მოვლენების შემდგომ დაგროვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის დადანაშაულება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რაიონებში თავისი სამხედრო ძალების დანერგვაში. ასევე ყურადღების მიქცევა პერიოდულად გამოჩენილ ინციდენტებზე, რომლებსაც საქართველო ყოველდღე რუსეთის მხრიდან პროვოკაციას უწოდებს.

თანაც, ოფიციალური პირები დიდი შემართებით აცხადებენ არარსებულ ფაქტებს. გუინ, მაგალითად, დავით სიხარულიძე „ინტერფაქსს" უმტკიცებდა: „საქართველო აგრძლეებს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკას და ალიანსთან თანამშრომლობიდ პროგრამის ჩარჩოებში რეფორმების გატარებას".

საქართველო-ნატოს კომისია შეიქმნა 2008 წლის სექტემბერში. ალიანსის თბილისისკენ გადადგმული ამ ნაბიჯის კომენტირებისას, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იან დე ჰოოპ სჰეფერმა განაცხადა: „ეს კომისია საქაერთველოსთან ურთიერთობების გაღრმავების გზაზე მნიშვნელოვანია საფეხურია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზად არის მას დახმარება გაუწიოს ინტეგრაციის საკითხში".

დახმარება არც ისე ეფექტური გამოდგა. ნატოს დეკემბრის სამიტზე ბრიუსელში საქართველოს გაწევრიანების გეგმა არ მისცეს. ეს ქვეყნის მოუმზადებლობით ახსნეს - როგორც ქვეყნის შიდა, ისე მის საგარეო პოლიტიკურ ქმედებებთან დაკავშირებით. გენერალურმა მდივანმდა დახმარების გაძლიერების პირობა დადო, კვლავ კომისიის ჩარჩოებში. მისი თქმით, ეს „საშუალებას მისცემს მათ გამოიმუშაონ რესპუბლიკაში აუცილებელი რეფორმების განხორციელების წლიური გეგმა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100