RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველთა თავშეყრა: ნუ გვიშლიან ხელს ერთმანეთის სიყვარულში

06.02.2009  |  10:05

5/6/2/1562.jpeg3 თებერვალს მოსკოვში შედგა რუსეთში ქართველთა კავშირის თავშეყრა. რუსეთის ფედერაციის 23 რეგიონიდან შეიკრიბნენ დიასპორის წარმომადგენლები. საქართველოდან ცოტა სტუმარი იყო. შეკრებაზე მყოფი Georgiatimes-ის კორესპონდენტი მოგვითხრობს.

დელეგატები, როგორც ადრევე იყო ორგანიზატორების მიერ გამოცახდებული, თავს შორს იჭერდნენ პოლიტიკური საკითხებისგან. განიხილებოდა ქართული დიასპორის არსებითი პრობლემები. ტონალობა შეხვედრას კი შესძინა ვლადიმერ სპივაკოვის გამოსვლამ - რუსეთის მთავარი ეროვნული ფოლარმონიული ორკესტრის დირიჟორის, რომელმაც თქვა: „ნუ გვიშლიან ერთმანეთის სიყვარულში ხელს". (მას , სხვათა შორის, ქართველთა კავშირში გაწევრიანებაც შესთავაზეს).

მისასალმებელი წერილით მიმართა შეკრებილებს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმაც. ეს გზავნილი წაკითხა რუსეთის მთავრობის ლიდერის მრჩეველმა კულტურულ საკითხებში მიხეილ შვიდკოიმ. გაჟღერდა ასეთი სიტყვები:

„შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - იმის ფონზე, რომ რუსულ-ქართული სამთავრობოთშორისო ურთიერთობები სერიოზულ გამოცდას გადის. ჩვენ გულწრფელად გვსურს ვიხილოთ სტაბილური, დამოუკიდებელი, დემოკრატიულად განვითარებული საქართველო".

მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის მისალმება კი მისმა შემცვლელმა ლიუდმილა შვეცოვამ გაახმოვანა.

ქართულმა ხელისუფლებამ არ მიაქცია თავის თანამემამულეებს ყურადღება. როგორც ქართველთა კავშირის ხელმძღვანელმა მიხაილ ხუბუტიამ ირონიულად თქვა: „მათ ალბათ ხელი შეუშალა კავშირის არ არსებობამ". შეკრებილებმა ეს სიტყვები სწორად გაიგეს: იგულისხმებოდა კავშირის და სატრანსპორტო საშუალებებიც.

არ იქნება უადგილო იმის შეხსენება, რომ ოფიციალურმა თბილისმა თანამემამულეთა მოსკოვის შეკრება საკმაოდ მტკივნეულად აღიქვა. თურმე, კრემლი აპირებს ქართული საზოგადოებისა და მთავრობის საბოლოოდ წაკინკლავებას. „კარის" პრესა ყველა შესაძლო ხერხით ცდილობდა იმის გამოკვეთას, რომ ხელისუფლებისთვის არასასურველია ღონისძიებაში კათალიკოს-პატრიარქისა და ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლების მონაწილეობის მიღება. სათაურები საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებით გვხვდებოდა, მაგალითად: „კრემლი მოსკოვში ქართველთა შეხვედრას ჩაატარებს", „კრემლი ცდილობს ერთმანეთს ქართული საზოგადოება და ხელისუფლება დაუპირისპიროს" და ა.შ.

სწორედ ამიტომ ჩამოვიდა თანამემამულეებთან სასაუბროდ ძალიან ცოტა ადამიანი.

რუსეთის ცნობილი ქართველები - ლეო ბოკერია, ზურაბ სოტკილავა, დიანა ღურწკაია- ესალმდებოდნენ თავიანთ თანამემამულეებს და ცდილობდნენ იმათ გულებამდე მიღწევას, ვინც საქართველოში დარჩა.

გულახდილობისგან და უანგარო ემოციებისგან დიანა ღურწკაიას ცრემლები მოადგა თვალებზე.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100