RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალი წესრიგში მოჰყავს რუსეთს

06.02.2009  |  10:07

5/6/3/1563.jpegტრანსკავკასიური ავტომაგისტრალის (ტრანსკამის) მოდერნიზებაში ჩადებულია 2 მილიარდი რუბლი, ფედერალური პროგრამის "რუსეთის გზების" რეალიზების ფარგლებში. ამის შესახებ გასულ კვირას განცხადება გააკეთა სახელმწიფო უწყების "ჩრდილოკავკასიის საავტომობილო გზების სამმართველოს" ხელმძღვანელის მოადგილემ- ნიკოლაი პესიაკოვმა.

"ოსეთის რადიოს" ეთერში გაჟღერებული მისი სიტყვების მიხედვით ერთადერთი ტრასა, რომელიც ჩრდილო ოსეთს, სამხრეთ ოსეთთან აკავშირებს აგვისტოს მოვლენების შმდეგ სერიოზულადაა დაზიანებული. მხოლოდ მისი აღდგენისათვის ფედერალური ბიუჯტიდან 40 მილიონი რუბლი იქნა გამოყოფილი. როგორც პესიაკოვმა აღნიშნა, ამ დროისათვის, რუსული სამხედრო ტექნიკით დაზიანებული ტრასის მრავალი მონაკვეთი, უკვე შეკეთებულია.

სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთისთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე გრძელი ტრასის მოდერნიზებას, ამ რესპულიკების საგზაო დარგის სპეციალისტები უახლოეს მომავალში განსახორციებელ, პრიორიტეტულ საკითხად თვლიან.

სამჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებში გაკეთებული "ტრანსკამი" აკავშირებს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ალაგირს და სამხრეთ ოსეთის ქალაქ - ცხინვალს, ხსნის რა გზას რუსეთიდან ამიერკავკასიაში და შემდეგ უკვე ახლო აღმოსავლეთისაკენ. თუმცა, ექსპკლუატაციაში მიღებიდან ამ ტრასას პრაქტიკულად ნორმალურად არ უფუნქციონირია. აშენებული იქნა ის, როგორც ამბობენ, უამერავი დეფექტებით. ჩვეულებრივი ამბავია საბჭოეთის პერიოდისთვის: მთავარი იყო ობიექტი ვადებში ჩაებარებინათ, რათა ანგარიში წარედგინათ პარტიისთვის და მთავრობისთვის და მიეღოთ გარკვეული ფულადი წახალისება.

ჩქარობდა ყველა - არა მარტო მშენებლები, არამედ ადგილობრივი მოსახელობაც, ისინი ეხმარებოდნენ მათ, იმიტომ რომ დაიღალნენ ჩრდილოეთ ოსეთში ნათესავებთან, თბილისის გავლით სიარულით. მაშინ ფიქრობდნენ, რომ მაგისტრალის წესრიგში მოყვანა, უკვე ექსპლუატაციის პროცესში გახდებოდა შესაძბელი. მაგრამ საქმე სულაც არ გამოვიდა ისე, როგორც დაგეგმილი იყო.

ძალიან მალე გაირკვა, რომ სხვადასხვგვარი კოსმეტიკური საფენები, საქმეს ვერ უშველიან. სავალდებულოა კაპიტალური რემონტი, მაგრამ საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს რესპუბლიკა დამოუკიდებლი გახდა, რის შემდეგაც 1992 წლის ომი დაიწყო.

საბოლოო ჯამში, ცხინვალიდან ჩრდილოეთით, კეხვი-თამარაშენთნ გზა ქართულმა ანკლავმა გადაკეტა, რის შემდეგაც "ტრანსკამზე" გამჭოლი მოძრაობა შეწყდა. სამხრეთ ოსეთი იძუებული გხდა აეშენებინა შემოვლითი გზა - ეგრეთწოდებული ზარის გზა.

ტრანსკავკასიური მაგისტრალის მდგომარეობის შესახებ შეკითხვამ, კვლვაც შეიძინა აქტუალობა 2008 წლის აგვისტოში. გასასვლელი მთავარ ტრასაზე გაათავისუფლეს, თუმცა მისი დგომარეობა კი, საკმაოდ სავალალო აღმოჩნდა. მითუმეტეს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სიტუაცია გააუარესეს მძიმე სამხედრო ტექნიკის საბურავებმა და მუხლუხოებმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100