RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კინო-სიმართლე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არ ეამა

06.02.2009  |  10:09

5/6/4/1564.jpegუკრაინის სამხედრო უწყებას არ მოეწონა, ტელეჟურნალისტ არკადი მამონტოვის დოკუმენტური ფილმი "ჩვენები - სხვები", რომელიც ტელეარხ «Rossija»-ს ეთეში 1 თებეერვალს გამოვიდა.

თავდაცვის სამინისტრო პრეს-სამსახურის მიერ, 3 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, ფილმში შეეცადნენ "თვალი მიედევნებინათ და დაემტკიცებინათ, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა კავკასიაში განვითარებულ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში". მათი აზრით, ფილმი პროვოკაციული ხასიათისაა, ის ქვეყნისა და მისი შეიარარებული ძალების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად რუსეთის, უკრაინელი და საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

ამტკიცებენ, რომ სურათი მხოლოდ მოსაზრებებზე და საეჭვო მტკიცებულებებზე დაყრდნობითაა შექმნილი. ის მომზადებულია "დაბალ პროფესიონალურ დონეზე, არ არსებობს არანაირი დოკუმენტალური მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. მითუმეტეს, რომ თავად ავტორმაც კი საკუთარ მორიგ ვეიდეო-ცილისწამებაში, განაცხადა , რომ არ აქვს რეალური დამადასტურებელი ფაქტები უკრაინელი სამხედროების ამ კონფლიქტში მონაწილეობისა და მთელი "დამამტკიცებელი" ნაწილი ფილმისა დამყარებულია მხოლოდ "ჭორებზე" - ანუ ეგრეთ წოდებული მოწმეების განმარტებებზე დაყრდნობით".

მთლიანობაში ეს რექცია, ცოტათი თუ განსხვავდება ოფიციალური უკრაინის მიერ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებული სხვა ფილმის მიმართ "ომი 08.08.08. ღალატის ხელოვნება" რეაქციისგან. გასული წლის ნოემბერში ფილმის ჩვენების ორგანიზება, რუსეთის ფედერაციის ასაელჩოს მხარდაჭერით, უმაღლესი რადის საქართველოსთვის უკრაინის მიერ იარაღის მიყიდვის დეტალების შემსაწავლელმა დროებითმა კომისიამ მოაწყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფილმი მაშინ სცნო "პროვოკაციულად და გაყალბებულად" და პროტესტი გამოუცხადა რუსეთის ფედერაციის საელჩოს.

არკადი მამონტოვმა საავტორო პროგრამაში "სპეციალური კორესპონდენტი" (სადაც იყო ნაჩვენები ხსენებული ფილმი) გამოაქვეყნა საკუთარი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის მონაწილეობასთან დაკავშიერბით.

იუშენკოს "ნარინჯისფერი" რეჟიმი, რომელსაც უბრალოდ ეზიზღება რუსეთი, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიჩქმალოს სიმართლე,- განაცხადა ავტორმა.- რაში მდგომარეობს ამ ომის მუხანათობა? რას აკეთებდნენ უკრაინელი დაქირავებული ჯარისკაცები, რომლებიც იქ იუშენკომ გაგზავნა? მათ ჩამოაყალიბეს ეგრეთწოდებული დივერსიული ჯგუფები, რომლებიც სამოქმედო ნიმუშად გიტლერისეული 1941 წლის აბვერის გეგმას იყენებდნენ, ანუ: ხელში იგდებდნენ მეთაურებს, კლავდნენ, ჭრიდნენ კავშირის საშუალებებს. იგივეს გაკეთებასვე ცდილობდნენ სასაცილო უკრაინულ-ქართული დივერსიული ჯგუფები, ჩვენი ორმოცდამეთვრამეტე არმიის ზურგში. როგორ შეუძლიათ მათ ამის უარყოფა, როდესაც ჩვენ გვყავს ცოცხალი მოწმე?!"

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100