RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჯავშანტექნიკის შეზღუდვის გარანტიებს მსოფლიო არ იძლევა

06.02.2009  |  15:21

5/7/0/1570.jpeg1 თებერვალს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო რუსეთის ფედერაციაში ევროკომისიის წარმომადგენელს - მარკ ფრანკოს, ჩეხეთის ელჩს - მიროსლავ კოსტელკოსა და შვედეთის ელჩს - ტომას ბერტელმანს შეხვდა. მათ განიხილეს სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაცია.

ალექსანდრ გრუშკომ, პირველ რიგში, დაადასტურა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, აფხაზეთის ტერიტორიაზე საზღვაო და ავიაბაზების შესაძლო განთავსების შესახებ. მან განმარტა, რომ ეს აუცილებელია რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სრულად შეესაბამება მედვევდევი-სარკოზის გეგმას. ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპატამენტი თავის ვებ-გვერდზე იტყობინება, დაამატა:

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიის მოგერიების მნიშვნელოვანი ამოცანა შეასრულეს. დღესდღეობით, ისინი უზრუნველყოფენ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას რეგიონში. გარანტები არიან იმისა, რომ აღარ განმეორდეს 2008 წლის აგვისტოს მსგავსი მოვლენები, რომლებმაც სერიოზულ ჰუმანიტარულ შედეგებამდე მიგვიყვანა".

ამასთანავე, გრუშკომ დააზუსტა, რომ მომავალში რუსეთის იქ ყოფნის პარამეტრები და პირობები გამყარებული იქნება ცალკეული შეთანხმებით „მიმღები სახელმწიფოს თანხმობა საერთაშორისო პრინციპების საფუძველზე".

რაც შეეხება კონფლიქტის შემდეგ საქართველოს საქციელს, რუსმა დიპლომატმა შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ახლოს სამხედრო კონტინგენტის გაზრდასთან დაკავშირებით, ასევე თბილისის მხრიდან პროვოკაციული ფაქტების გამო.

ამასთან დაკავშირებით გრუშკომ თავის ევროპელ კოლეგებს ყურადღება მიაქცევინა, საქართველოს მხრიდან იურიდიული ვალდებულებების შემცველი შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობაზე, რათა მათ არ გამოიყენონ ძალა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ. გარკვეული პაქტი თავდაუსხმელობის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტი არაფერს იტყობინება იმის შესახებ, თუ რას ამბობდა შეხვედრის მონაწილე მეორე მხარე. უპირველეს ყოვლისა, რა რეაგირება მოახდინეს გრუშკოს წინადადებაზე.

საქართველოში კი შეთანხმების იდეამ მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. 3 თებერვალს საქართველოში აშშ-ს ელჩთან, ჯონ ტეფტთან შეხვედრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა:

„საქართველო არავითარ შემთხვევაში პირველი არ გადადგამს ამ ნაბიჯს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ არ მივცემთ ლეგიტიმურობას საოკუპაციო არმიის მიერ შექმნილ მარიონეტულ რეჟიმს. მეორეც - 12 აგვისტოს შეთანხმებით (მედვედევი- სარკოზის გეგმა. - ა.გ.) საქართველომ უკვე აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენოს ძალა და პირნათლად ასრულებს კიდეც ამას". - ციტირებას ახდენს „Rosbalt".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100